ვანში ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდას ვინაობა ცნობილია
ვანში მომხდარი ავარიას შედეგად დაღუპული 22 წლის ბიჭი გოგიტა ოჩხიკიძეა, რომელიც ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანში ნათესავებთან სტუმრად იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას “სფეისნიუსი” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი გაჩერებულ ამწეს შეეჯახა. ცნობილი გახდა, რომ გოგიტა ოჩხიკიძე თავად მართავდა ავტომობილს.
შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულებიც.
შსს-ში დაწყებულია გამოძიება 276-ე მუხლით.