თეგებით ძიება

როგორ უნდა გაზარდოთ თქვენი წარმატების დონე?

მარკეტინგული შეცდომები, რომლებიც უნდა აიცილოთ მარკეტინგული სტრატეგიის შედგენისა და შესრულებისას.

როცა მკაფიო ხედვა არ არსებობს...

თავდაპირველად, საჭიროა მკაფიო ხედვის შემუშავება ისევე, როგორც არქიტექტორები ქმნიან გეგმებს შენობის აგებამდე. თქვენ უნდა გქონდეთ კონკრეტული წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა საქმიანობის წამოწყებას აპირებთ. იდეა - „მე მინდა შევქმნა საკუთარი მომგებიანი ბიზნესი“ ღირსეული დასაწყისია, მაგრამ სანამ მარკეტინგს დაიწყებდეთ, ბევრი ფაქტორია განსასაზღვრავი.

რას წარმოადგენთ? რომელ სექტორს ეკუთვნით? ყიდით თუ არა პროდუქტს და არის თუ არა რეალური მოთხოვნა მასზე? რატომ ქმნით ამ კომპანიას? ეს მხოლოდ რამდენიმე კითხვაა, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი ხედვის არსის მიღწევაში.

როცა გეგმის შედგენა ვერ ხერხდება...

მკაფიო ხედვის შემუშავების შემდეგ, დროა შეადგინოთ გეგმა. იფიქრეთ იმაზე, თუ სად გსურთ საკუთარი თავის აღმოჩენა ერთ წელიწადში, ხუთ წელიწადში ან განუსაზღვრელი ვადით. განსაზღვრეთ მარკეტინგული სტრატეგია და ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადადგათ თქვენი მიზნების მისაღწევად.

როცა არ იცით, ვინ არიან თქვენი მომხმარებლები...

მნიშვნელოვანია, განისაზღვროს, რა არის შენი ბრენდი. მარკეტინგის დროს ყოველთვის გაითვალისწინეთ, ვინ არიან თქვენი მომხმარებლები.

როცა აიგნორებთ თქვენი მომხმარებლების მოთხოვნილებებს...

ინტერესების არასწორად მიზანმიმართვა - ნუ ეცდებით პოტენციური კლიენტები აიძულოთ, მიიღონ თქვენი იდეა ან პროდუქტი, როცა ეს მათთვის უსარგებლოა და მხოლოდ გაღიზიანებას იწვევს. ჩაატარეთ გამოკითხვა, მოუსმინეთ კლიენტების პრეტენზიებს. შემდეგ, რაც მთავარია, მიაწოდეთ მათ ის პროდუქტი, რასაც ითხოვენ.

როცა ვერ აცნობიერებთ თქვენი პროდუქტის უნიკალურობას...

რამდენიმე მილიონი ადამიანი მილიარდობით პროდუქტს ყიდის, ახალი გამოგონებები ყოველდღე სახეზეა. მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ გაქვთ პროდუქტი ბაზარზე, თქვენს უნიკალურობას არ განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რა გამოგარჩევთ მასისგან. გამოიყენეთ თქვენი ძლიერი მხარეები და თავისებურებები თქვენს სასარგებლოდ. გაითავისეთ თქვენი უნიკალურობა და დაამახსოვრეთ ის ადამიანებს არა მხოლოდ იმით, რასაც ყიდით, არამედ, თუ როგორ ყიდით მას.

ყველაზე მთავარი ძალაუფლების შენარჩუნებაა. იდეალური შემთხვევაა, როდესაც თქვენ შექმნით რაღაცას, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ერთი წლის ან თუნდაც ხუთი წლის განმავლობაში.

როცა ზედმეტად „მორცხვობთ“ საკუთარი თავის პოპულარიზაციისთვის...

თავმდაბლობა შესანიშნავი თვისებაა, მაგრამ მისი გამოვლენა მარკეტინგულ სამყაროში აუცილებელი არ არის. ასევე არ არის საჭირო ზედმეტად საკუთარი თავის პოპულარიზაცია, თუმცა მაინც დაუთმეთ დრო საკუთარ თავში ინვესტირებას.

როცა სოციალურ მედიას თავს არიდებთ...

თუ არ მოგწონთ Facebook-ი ან არ გესმით, როგორ მუშაობს Twitter-ი, არ ნიშნავს იმას, რომ მარტივად უნდა აარიდოთ თავი სოციალურ მედიას.

როცა თქვენი საქმიანობის სფეროდან საკუთარი თავის იზოლირებას ახდენთ...

მიუხედავად იმისა, რომ თქვენი სტარტაპი უნიკალურია, ნუ უგულებელყოფთ სხვა ადამიანებს, რომლებიც თქვენს მსგავს სამუშაოს ასრულებენ. ამის ნაცვლად, აითვისეთ ქსელური ხელოვნება და შექმენით ალიანსები. თქვენს ინდუსტრიაში ხანგრძლივი ურთიერთობების დამყარება შეიძლება ძალიან ძლიერი მარკეტინგული ინსტრუმენტი იყოს.

როცა მომხმარებელთა მომსახურებაზე ფიქრი წარსულის საგანია...

რა თქმა უნდა, მარკეტინგი არ არის ისეთი, როგორიც მანამდე იყო. ის ბევრად უფრო სწრაფია და ვირტუალურად მოძრავი. მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრი კომპანია მომხმარებელთა მომსახურებას ვერ აკონტროლებს. მომხმარებლები კი ის ადამიანები არიან, რომლებსაც სურთ, დაფასება იგრძნონ.

უპასუხეთ მათ ელექტრონულ წერილებსა და Facebook-შეტყობინებებს. შემდეგ, თქვენ გჭირდებათ ერთგული კლიენტების ჯგუფი და არა მხოლოდ ერთჯერადი მყიდველების მცირე რაოდენობა.

ცხადია, კომპანია განაცხადებს, რომ მისი სერვისი ან პროდუქტი საუკეთესოა, მაგრამ რას ამბობენ სხვები ამაზე გულწრფელად? ზოგადად, ხალხი მაინც უფრო მეტად სხვა მომხმარებლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ენდობა, ვიდრე იმას, რასაც თქვენ ჰპირდებით. სთხოვეთ თქვენს კლიენტებს გამოხმაურება, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენს ვებსაიტზე. ეს არა მხოლოდ სხვების ინფორმირებას ითვალისწინებს, ასევე გაცნობებთ, თუ როგორ შეიძლება, გაუმჯობესდეთ.

მთლიანობაში, მარკეტინგი რთული პროცესია, რომელიც, უმეტეს შემთხვევაში, ბევრი ცდისა და შეცდომის შემდეგ ხდება წარმატებული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა