თეგებით ძიება

საერთაშორისო პარტნიორები ჩვენი მეგობრის ნიღაბქვეშ არიან ამოფარებულები, თუმცა ხშირად გვლანძღავენ - ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ის, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში ომის დაწყების მიზეზებთან დაკავშირებით თქვა, პირველად მას არ გაუჟღერებია და მსოფლიო ლიდერების ნათქვამი გაიმეორა.

„საერთაშორისო პარტნიორები ჩვენი მეგობრის ნიღაბქვეშ არიან ამოფარებულები, თუმცა ხშირად გვლანძღავენ - ხოლმე. რაც პრემიერ-მინისტრმა ილაპარაკა, ილაპარაკა სრული სიმართლე და ეს ახალი არ იყო, პირველად არავის გაუჟღერებია, თვით ზელენსკიც იძახდა ნატო-ს გულისთვის ჩვენ ომს დავიწყებთ, ვიომებთ, არ დავიხევთ უკანო. ეს ვითომ პირველად თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასეთი რაღაც შეფუთეს. ეს არაერთხელ უთქვამთ მსოფლიო ლიდერებს, დიდი სახელმწიფოს ლიდერებს და გაიმეორა პრემიერმა. სიმართლე თქვა, რასაც იმეორებდნენ სხვები, მათ შორის ზელენსკი. ოპოზიცია ჭიანჭველისგან სპილოს შექმნას ცდილობს - ხოლმე და სამწუხაროდ, ოპოზიციური არხებიც“, - განაცხადა გომელაურმა.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უკრაინაში ომის დაწების ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატო-ს გაფართოება. პრემიერს ეს განცხადება კი ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ასე შეაფასა - „Говорит Москва!"


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა