ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ რუსეთის არაკეთილმოსურნეებმა ქვეყანაში სიტუაცია არ შეარყიონ - ვლადიმერ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას ქვეყანაში შიდა პოლიტიკური უსაფრთხოების დარღვევა.
"ჩვენი არაკეთილმოსურნეები ძალისხმევას მიმართავენ ჩვენს ქვეყანაში ვითარების შესარყევად, მე და თქვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მათ ეს არავითარ შემთხვევაში არ გააკეთონ“, - განაცხადა პუტინმა.