თეგებით ძიება

კიბოს მკურნალობაშიც გამოიყენება - რა სასარგებლო თვისები გააჩნია კოწახურს?

ჩვენ გარშემო უამრავი სასარგებლო მცენარეა, რომელთა გამოყენება ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას აუმჯობესებს, ასევე ისინი კონკრეტული დაავადებების სამკურნალოდაც გამოიყენება. ერთ-ერთია კოწახურიც.

ივნისში შეგროვილი კოწახურის ფოთლები შეიცავს 120 მგ /პროცენტამდე ასკორბინის მჟავას (ვიტამინ C-ს),

ნაყოფმსხმოიარობისას კი დაახლოებით 40 მგ/ პროცენტ ვიტამინ E-ს.

გარდა ამისა ფოთლებშია ალკალოიდები, მათ შორის ბერბერინი, რომელიც სისხლის წნევას დაბლა სწევს, იწვევს საშვილოსნოს შეკუმშვას და აძლიერებს ნაღვლის დენას. ფოთლის ნაყენს სისხლდენის შესაჩერებლად და ღვიძლის დაავადების დროს იყენებდნენ, ფოთლებს იყენებენ მარინადის მოსამზადებლადაც.

ფესვებისგან, რომელიც 2-5 პროცენტ ალკალოიდებს შეიცავს, იღებენ პრეპარატ ბერბერინს, რომელსაც ქრონიკული ჰეპატიტის, ქოლეცისტიტის და ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების დროს იყენებენ.

კოწახურის ფოთლის ნაყენი 40 პროცენტ სპირტზე 1:10-ზე შეფარდებით (1 ნაწილი წვრილად დაჭრილი ფოთოლი 10 ნაწილ სპირტზე) მიიღება ღვიძლისა და ნაღველსადინარების დაავადებებისას 25-30 წვეთი დღეში სამჯერ, 2-3 კვირის განმავლობაში.

ბერბერინის სულფატის აბები (0,005 გ) გამოიყენება ქოლეცისტიტის დროს, როცა თან ახლავს ნაღვლის სადინარების დისკინეზია, აგრეთვე კალკულოზური ქოლეცესტიტის დროს გართულებათა პერიოდებს შორის, ნაღვლის დენის გამაძლიერებელ საშუალებად 5-დან 20 მგ-მდე 2-3-ჯერ დღეში, განმეორებით კურსს 5-10-დღიანი შესვენების შემდეგ უნიშნავენ.

საზღვარგარეთის ქვეყნებში ნაირგვარი სახეობის კოწახურების პრეპარატებს იყენებენ როგორც სისხლდენის შემაჩერებელ, ნაღვლის დენის გამაძლიერებელ და ელენთის გადიდების საწინააღმდეგო საშუალებას, მალარიის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობისას.

ფიტოთერაპიულ ლიტერატურაში იმის შესახებაცაა ცნობები, რომ კოწახური კიბოს მკურნალობაში გამოიყენება. როგორც უკანასკნელი წლების გამოკვლევებით გამოირკვა, კოწახურისაგან გამოყოფილი ალკალოიდ ბერბერინს სიმსივნის საწინააღმდეგო თვისება გააჩნია.

ამურის კოწახურის ფოთლების ნაყენი სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენება მშობიარობის შემდგომი საშვილოსნოს ჰიპოტონიის დროს. აგრეთვე, სხვა მედიკამენტოზურ საშუალებებთან კომბინაციებში, მშობიარობის შემდგომი ენდომიტრიტების და საშვილოსნოს სუბინვოლუციის დროს. ექსპერიმენტებით დადგენილია, რომ კოწახურის ნაყენს გააჩნია სისხლდენის შემაჩერებელი თვისებები და იწვევს საშვილოსნოს მუსკულატურის შეკუმშვას, ადიდებს გულის შეკუმშვათა ამპლიტუდას და ახშირებს რიტმს, დაბლა სწევს სისხლის წნევას. ამურის კოწახურის ფესვებისაგან დამზადებული პრეპარატების მოქმედებაც ანალოგიურია.

ჩვეულებრივი კოწახურის პრეპარატები ნაღვლის ბუშტის ტონუსის შემცირებას, შეკუმშვის გაიშვიათებასა და მათი ამპლიტუდის შემცირებას იწვევს. ნაღვლის ბუშტის დაავადებებისას (ქრონიკული რეციდივირებული ქოლეცისტიტი, ნაღვლის ბუშტის დისკინეზია) აუმჯობესებს ნაღვლის დენას, ამცირებს ტკივილებსა და ანთებად მოვლენებს.

ხალხური მედიცინა სამკურნალოდ კოწახურის ფესვებს, ღეროს და ტოტების ქერქს იყენებს. კოწახურის პრეპარატები ქინინის მსგავსად სიცხის დამწევად მოქმედებს. მასვე გააჩნია სედატიური და მიკრობსაწინააღმდეგო თვისებები. კოწახურის ფესვები და ქერქი (ალკალოიდები) რეკომენდებულია ღვიძლის, თირკმლის კენჭოვანი დაავადების, სიყვითლის, თირკმლებისა და საშარდე ბუშტის ანთების, განსაკუთრებით ნიკრისის ქარის, რევმატიზმის და წელკავის (წელის გაშეშების) დროს.

მიღება ხდება წყლიანი ნაყენის სახით: ნახევარი ჩაის კოზ დაქუცმაცებულ ქერქს ან ფესვებს ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს. საჭიროების შემთხვევაში დღეში 2 ჭიქა გამონაწვლილს სვამენ.

ხალხურ მედიცინაში რეკომენდებულია აგრეთვე ნაყოფის გამონახარში ელენთის დაავადების და კუჭის სპაზმების დროს, ფოთლების გამონახარში კი სურავანდის, კუჭაშლილობის და დიზენტერიის წინააღმდეგ.

წყარო:mkurnali.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა