მეგობრობის ჰოროსკოპი - ვინ ვისი მეგობარია?
ასტროლოგები ასახელებენ, ზოდიაქოს რომელი ნიშნები ურთიერთობენ ყველაზე მარტივად ერთმანეთთან და ვისი მეგობრობაა უფრო ძლიერი:
ვერძი
ვერძის ნიშნის წარმომადგენლებს ყველაზე მეტად ლომებთან და მშვილდოსნებთან მოსწონთ ურთიერთობა. ისინი ერთად ნამდვილად არ მოიწყენენ და ბევრ საერთო თემასაც იპოვიან. ასევე, ვერძებს ინტელექტუალ ტყუპთან და მერწყულებთანაც მარტივად გამოსდით მეგობრობა. გარდა ამისა, გაწონასწორებული კუროები ყოველთვის კარგ რჩევებს აძლევენ და პრობლემების გადაჭრაში ეხმარებიან.
კურო
კურო თავს კომფორტულად მიწის ნიშნებთან - თხის რქასა და ქალწულთან გრძნობენ და ბევრ საერთო თემასაც აღმოაჩენენ. ასევე, ურთიერთობა ძალიან კარგად გამოსდით თევზებთან, რომლებსაც რთულ მომენტებში გახალისება და გვერდით დგომა შეუძლიათ. ასევე, როგორც წესი, კუროს ნიშნის წარმომადგენლები ვერძებთანაც შესანიშნავად ურთიერთობენ, რადგან სწორედ ვერძებს შეუძლიათ მისცენ მოტივაცია და დაეხმარნონ ემოციურად.
ტყუპი
ამ ნიშნის წარმომადგენლებს ურთიერთობა ყველაზე უკეთ საკუთარ თანავარსკვლავედში დაბადებულ ადამიანებთან გამოსდით. როგორც წესი, კარგად უგებენ მერწყულებსა და სასწორებს. გარდა ამისა, შესანიშნავად მეგობრობენ ვერძებთან და ლომებთან, თუმცა ამ ურთიერთობაში ლიდერები მაინც ცეცხლის ნიშნები იქნებიან. სამაგიეროდ, თქვენ მათგან ბევრ რამეს ისწავლით.
კირჩხიბი
კირჩხიბები ძალიან ერთგული და მგრძნობიარე ადამიანები არიან. ისინი შესანიშნავად ურთიერთობენ თევზებთან, რადგანაც ემოციების გაზიარების შესაძლებლობა ექნებათ. მოგეხსენებათ, თევზებიც ასევე საკმაოდ მგრძნობიარე ადამიანები არიან და კარგად გაუგებენ ერთმანეთს. გარდა ამისა, კირჩხიბის ნიშნის წარმომადგენლებმა შესაძლოა კარგი მეგობრული ურთიერთობა დაამყარონ მორიელთანაც, თუმცა იმ პირობით, თუ მათ საერთო ინტერესები და გეგმები ექნებათ.
ლომი
ლომებს შეუძლიათ, ზოდიაქოს თორმეტივე ნიშანს მარტივად დაუმეგობრნდნენ. თუმცა, ყველაზე უკეთ მაინც ვერძთან და მშვილდოსანთან გრძნობენ თავს. მათ უამრავი საერთო აქვთ, მარტივად ახერხებენ კომუნიკაციას. ხშირად ჰობი და ინტერესებიც კი საერთო აქვთ. გარდა ამისა, შესაძლოა ლომის ნიშნის წარმომადგენლებმა ტყუპთან და სასწორთანაც მარტივად გამონახონ საერთო ენა და ერთად სასიამოვნო მოგონებებიც შექმნან. თუმცა, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ჰაერის ნიშნის წარმომადგენლები საკმაოდ ჰარმონიული ადამიანები არიან და თუ მათი გრძნობების გამოყენებას დააპირებთ, შავ სიაში მოხვდებით.
ქალწული
ქალწულის ნიშნის წარმომადგენლები ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი შეძლებენ კუროსა და თხის რქასთან მოლაპარაკებას. მით უმეტეს, თუ ისინი ერთ სფეროში მუშაობენ და ერთნაირი ცხოვრებისეული გეგმები აქვთ. ქალწულისთვის ძალიან კომფორტულია მგრძნობიარე და ინტუიციურ მორიელთან ურთიერთობა. ასევე, ხშირად ტყუპის არაპროგნოზულობა და მხიარული ბუნებაც იზიდავთ და საერთო ენასაც მარტივად პოულობენ.
სასწორი
სასწორები ჰაერის ნიშნის წარმომადგენლებთან - ტყუპთან და მერწყულთან შესანიშნავად მეგობრობენ და საერთო ენასაც პოულობენ. ასევე, მოტივაციასა და შთაგონებას მშვილდოსნებთანაც აღმოაჩენენ. მშვილდოსნები, როგორც წესი, მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევენ, ბუნებით პასიურ სასწორებს აფხიზლებენ და აიძულებენ, საკუთარი ოცნებებისთვის იბრძოლონ.
მორიელი
მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებულები საკმაოდ მომთხოვნი ადამიანები არიან და მათთან მეგობრობა არც ისე მარტივია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ისინი საერთო ენას მარტივად თევზებთან და კირჩხიბთან პოულობენ და სულიერ ბმასაც ხშირადვე აღმოაჩენენ ხოლმე. ასევე, ქალწული და თხის რქა მორიელის ნიშნის წარმომადგენლებს ემოციურად ავსებენ და თავიანთ ყველაზე მნიშვნელოვან საიდუმლოებებს უზიარებენ.
მშვილდოსანი
მშვილდოსნებს ვერძთან და ლომთან ურთიერთობა ყველაზე უკეთ გამოსდით. სამივე ნიშანი ცეცხლის ელემენტს განეკუთვნება და ცხოვრების შესახებ დაახლოებით ერთნაირი შეხედულება აქვთ. ასევე, კარგად ემეგობრებიან სასწორის ნიშნის წარმომადგენლებს და იმ მერწყულებს, რომლებსაც ცხოვრების შესახებ მსგავსი ფილოსოფიური შეხედულება აქვთ,
თხის რქა
როგორც წესი, ქალწულები მათი საუკეთესო მეგობრები ხდებიან. ასევე, შესანიშნავად ურთიერთობენ კუროსთან და თევზებთან. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები მორიელებსაც მარტივად უგებენ, თუმცა მთავარია, მორიელმა მათი ინტერესებისა და საჭიროებების დათრგუნვა არ დაიწყოს.
მერწყული
მერწყულის ნიშნის ქვეშ დაბადებულები საკმაოდ კომუნიკაბელური ადამიანები არიან და მარტივად შეუძლიათ, ყველასთან დაამყარონ კომუნიკაცია, მაგრამ თავს განსაკუთრებით კარგად ტყუპთან და სასწორებთან გრძნობენ. ასევე, ასტროლოგების თქმით, ამ ნიშანს ვერძთან და ლომებთან ურთიერთობაც მოსწონთ და მათთან ერთად ხშირად სასიამოვნო თავგადასავალს ქმნიან.
თევზები
თევზები ადამიანებზე განსხვავებულ შთაბეჭდილებას ტოვებენ: ზოგისთვის კომუნიკაბელური და მეგობრული ადამიანები არიან, ზოგს კი საკმაოდ თავშეკავებული და ჩაკეტილი ჰგონია. ისინი თავს ყველაზე კომფორტულად კირჩხიბთან და მორიელთან გრძნობენ. ასევე, ემოციურად ხშირად კუროსა და თხის რქასაც უკავშირდებიან და ბედნიერ მომენტებს ქმნიან.
წყარო: „ბომონდი“