თეგებით ძიება

დიეტა მათთვის, ვისაც წონაში სწრაფად დაკლება სურს

გთავაზობთ დიეტას, რომელიც დაგეხმარებათ წონაში სწრაფად კლებასა და დაკლებული წონის შესანარჩუნებაში.

რაციონიდან აუცილებლად უნდა გამორიცხოთ შაქარი, ცომეული, კარტოფილი, ბრინჯი და ის ხილი, ბოსტნეული და წვენები, რომლებიც ჭარბად შეიცავს ნახშირწყლებს.

ერთი დღის დიეტის მენიუ:

9-10 საათი – პირველი საუზმე: 50 გრამი ყველი, 1 ჭიქა ჩაი ან ყავა უშაქროდ, 1 ცალი შემწვარი კვერცხი.

12-13 საათი – მეორე საუზმე: 1 კიტრისა და 1 პომიდვრის სალათა, 1 ჩაის ჭიქა ნატურალური ხილის წვენი უშაქროდ.

15-16 საათი – სადილი: 200 მილილიტრი საქონლის ან ქათმის ბულიონი, 200 გრამი საქონლის ან ქათმის მჭლე ხორცი, 100 გრამი ბოსტნეულის სალათა, 50 გრამი ყველი, 1 ნაჭერი ორცხობილა, 1 ჭიქა მაწონი.

18 საათი – სამხარი: 1 სადილის კოვზი არაჟანი, 100 გრამი ბიფშტექსი, 1/2 ჩაის ჭიქა მშრალი ღვინო.

20 საათი – ვახშამი: 2 სადილის კოვზ „ჰერკულესს” დაასხით მდუღარე წყალი ისე, რომ დაიფაროს, გააჩერეთ 15 წუთი და შეურიეთ 1 ცალი მოზრდილი გახეხილი ვაშლი ან 1 ცალი წვრილად დაჭრილი ფორთოხალი. დააყოლეთ 1 ჩაის ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი.

რაც უფრო ხანგრძლივად დაიცავთ ამ დიეტას, შედეგი მით უფრო შესამჩნევი და სტაბილური იქნება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა