სისხლის მარტივი ტესტით, შესაძლოა, კიბოს ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირება მოხდეს
მარტივი სისხლის ტესტით, ადრეულ ეტაპზე, სიმპტომების გამოვლენამდე კიბოს 50-ზე მეტ სახეობის აღმოჩენა იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ბრიტანელი და ამერიკელი მეცნიერები აცხადებენ, რომლებმაც კიბოს დიაგნოსტიკისთვის სისხლის ტესტირების მეთოდის ცდები ჩაატარეს.
მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ ტესტირების პირველი ეტაპის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ გადარჩენილი პაციენტების რაოდენობა გაიზრდება.
მათივე თქმით, ტესტი განსაკუთრებით ეფექტურია ისეთი სიმსივნეების გამოსავლენად, როგორიცაა თავისა და კისრის, მსხვილი ნაწლავის, ფილტვის, პანკრეასის და ყელის კიბო.
გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის სისტემა NHS 2024 და 2025 წლებში ამ მეთოდის ცდების გაფართოებას კიდევ მილიონ ადამიანზე გეგმავს.
წყარო: AMBEBI.GE