ტრაგედია ხობში - ავარიას 1 წლის ბავშვი ემსხვერპლა
ავარია ხობის მუნიციპალიტეტში - სოფელ შუა ქვალონში ავარიას 1 წლის ბავშვი ემსხვერპლა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სადისტრიბუციო მანქანა შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდა სამი ადამიანი.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარებამ ერთ-ერთი დაშავებული სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებით ხობის ჰოსპიტალში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია