თეგებით ძიება

შემოვიდა შეტყობინება სკოლის ტერიტორიაზე ბომბის არსებობის შესახებ - რა განცხადებას ავრცელებს ადმინისტრაცია?

„ბრიტანულ-ქართული აკადემია“, სადაც რამდენიმე საათის წინ ევაკუაცია გამოცხადდა, განცხადებას ავრცელებს.

„5 ივნისს, ბრიტანულ-ქართული აკადემიის ელექტრონულ ფოსტაზე შემოვიდა შეტყობინება სკოლის ტერიტორიაზე ბომბის არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც, დაუყოვნებლივ განხორციელდა სკოლის სრული ტერიტორიიდან ევაკუაცია და მოსწავლეებისა და თანამშრომლების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. 

აღნიშნული ფაქტის შესახებ ეცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის უწყებას და სკოლის მთლიანი პერიმეტრი შემოწმდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განაღმვის სამსახურის მიერ. ჩატარებული სამუშაოების შესაბამისად, სკოლის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა. 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღძრულია და მიმდინარეობს გამოძიება.

სასწავლო პროცესი ხვალიდან ჩვეულ რეჟიმში აღდგება", - ნათქვამია განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა