"პირველად გავმართავ ისეთ სოლო კონცერტს, რომელზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი" - ნუცა ბუზალაძე
მომღერალი, ნუცა ბუზალაძე, ბათუმში სოლო კონცერტს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად ნუცა ავრცელებს.
"ჩემო ძვირფასებო, American Idol-ის შემდეგ, გეპატიჟებით ჩემს პირველ სოლო კონცერტზე!
30 ივნისს, ბათუმში, პირველად გავმართავ ისეთ სოლო კონცერტს, რომელზეც მეც ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ მქონოდა... გელოდებით ყველას, მიყვარხართ!“, - წერს ნუცა ბუზალაძე.