ბათუმში მშენებლობიდან გადმოცვენილი არმატურა ბიჭს დაეცა – მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს
ბათუმში, მამია ვარშანიძის ქუჩის მიმდებარედ, მშენებლობიდან გადმოცვენილი მძიმე ნივთები ახალგაზრდა კაცს დაეცა. TV25.GE თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ მოქალაქეს 30-მდე არმატურა დაეცა.
კაცი ბათუმის სამედიცინო ცენტრი გადაიყვანეს. კლინიკის ინფორმაციით, პაციენტს კვლევები უტარდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
უცნობია, იყო თუ არა სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების ნორმები დაცული.