თეგებით ძიება

"თქვენ არ დაბადებულხართ ვინმეს დანამატად - საკუთარი განუმეორებელი მნიშვნელობა გაქვთ" - რჩევა, რომელიც გამოგადგებათ

ფილოლოგი, გია მურღულია სოციალურ ქსელში ადამიანურ ურთიერთობებზე წერს და პიროვნების უნიკალობას უსვამს ხაზს.

"არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თქვენ მიმართ კეთილგანწყობა მხოლოდ მანამდე აქვთ, სანამ ისეთი ხართ (ისე ფიქრობთ, ისე ლაპარაკობთ, ისე იქცევით), როგორიც მათ უნდათ ან მოსწონთ.

პირველივე "გადახვევისას" ისინი აგრესიულები ხდებიან, ან, უკეთეს შემთხვევაში, კეთილგანწყობას დემონსტრაციულად კარგავენ.

არ უპასუხოთ მათ ამითვე.

თუკი ისინი ფიქრობენ, რომ ურთიერთობა უპირობო მსგავსებას ან დათანხმებასა და დამორჩილებას ნიშნავს, ერთხელ შეეცადეთ აუხსნათ და შემდეგ დატოვეთ საკუთარ შეცდომასთან - წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება თავი დაიმციროთ.

თქვენ არ დაბადებულხართ ვინმეს დანამატად - საკუთარი განუმეორებელი მნიშვნელობა გაქვთ", - წერს მურღულია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა