თეგებით ძიება

აღმოაჩინეს მოლეკულა, რომელიც ყველაზე საშიშ კიბოსაც ანადგურებს

აღმოაჩინეს მოლეკულა, რომელიც ყველაზე საშიშ კიბოსაც ანადგურებს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

აღმოჩნდა, რომ ახალი ნაერთი, რომელიც სინთეზირებულია დოქტორ იუნგ-მო აჰნის, ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევრის მიერ, კლავს რთულად სამკურნალო კიბოს ფართო სპექტრს, მათ შორის სამმაგ ნეგატიურ ძუძუს კიბოს. ეს ყველაფერი ჯანსაღი უჯრედების დაუზიანებლად.

კვლევა, რომელიც ჩატარდა იზოლირებულ უჯრედებში და მოიცვა ადამიანების უჯრედებიც ჟურნალში Nature Cancer გამოქვეყნდა.

დოქტორი აჰნი უკვე წლებია მუშაობს მცირე მოლეკულებზე, რომლებიც უჯრედებზე ზემოქმედებას ახდენენ. აქამდე მან შეძლო და ასეთი მეთოდით შეიმუშავა პოტენციური თერაპიული ნაერთები მკერდის კიბოს და პროსტატის კიბოს სამკურნალოდ

თავის ამჟამინდელ კვლევაში, აჰნმა და მისმა კოლეგებმა გამოცადეს მათ მიერ სინთეზირებული ახალი ნაერთი, სახელწოდებით ERX-41. ნაერთს სარძევე ჯირკვლის კიბოს უჯრედებზე უნდა ემოქმედა.

კვლევამ აჩვენა, რომ ნაერთის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ სიმსივნე დაპატარავებას იწყებს. საბოლოოდ მოლეკულამ შეძლო და კიბოს უჯრედები სრულად გაანადგურა.

მხოლოდ ეს არ არის: მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ERX-41 ეფექტურია სხვა ტიპის კიბოს წინააღმდეგ, მათ შორის პანკრეასის და საკვერცხის რთულად სამკურნალო კიბოსთან მიმართებაშიც. მეტიც, ის მუშაობს ტვინის კიბოს შემთხვევაშიც.

ამ ახალი მეთოდის შემქმნელების თქმით, ERX-41-ის კლინიკური კვლევები 2023 წლიდან დაიწყება. ეს კი ნიშნავს, რომ სულ მალე შეიძლება კიბოს მკურნალობის სრულიად ახალი და ეფექტიანი მეთოდი გვქონდეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა