რომელია 5 ყველაზე შურისმაძიებელი ზოდიაქოს ნიშანი?
ნახეთ, 5 ყველაზე შურისმაძიებელი ზოდიაქოს ნიშანი.
კურო – თუ კუროს გზა მოუჭერით, მაშინ აუცილებლად ვენდეტასთვის ემზადეთ. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები ძალიან მომთმენები არიან და დიდხანს შეუძლიათ ლოდინი, სანამ საბედისწერო შეცდომას არ დაუშვებთ, მერე კი, ყველაფრისთვის ერთიანად გაზღვევინებენ. ნუ ეცედით მობოდიშებას ან პატიების თხოვნას, რადგან კუროს შეწყალების უნარი პრაქტიკულად არ აქვს.
კირჩხიბი – ზოდიაქოს ამ ნიშანს ახლობლების ნაცვლადაც თავისუფლად შეუძლია სამაგიეროს გადახდა. კირჩხიბი მუდმივად ცუდის მოლოდინშია, სულ მარცხისთვის ემზადება და თუ მის წარუმატებლობაში თქვენც მიგიძღვით წვლილი, მაშინ არც შურისძიება აგცდებათ. მართალია, მორიელთან შედარებით, კირჩხიბი ნაკლებად შხამიანია, მაგრამ კბენა მასაც მტკივნეულად შეუძლია.
ლომი – მართალია, ერთი შეხედვით ლომი საკმაოდ გულღია და გულკეთილია, მაგრამ მხოლოდ მანამდე, სანამ მისი საკუთრების მითვისებას არ შეეცდებით ან ეჭვიანობას არ აიძულებთ, რადგან სინამდვილეში, ზოდიაქოს ეს ნიშანი ხარბი მატერიალისტია, რომელიც არაფერს მოერიდება მიზნის მისაღწევად. ამასთანავე, ლომი არასდროს ცვლის საკუთარ გადაწყვეტილებას და ძალიან არ უყვარს ღალატი, არასდროს ივიწყებს წყენას და ყოველთვის „გადაჭარბებით ასრულებს“ შურისძიების გეგმას.
სასწორი – თუ ფიქრობთ, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული, კონფლიქტს ერიდება და შურისძიება არ შეუძლია – ძალიან ცდებით, რადგან სუსტი ნებისყოფის სასწორს ძალიან უჭირს მოთმენა, ყველაფერში უსამართლობას ხედავს და განსაკუთრებით ბრაზდება როცა მასაც უსამართლოდ ექცევიან. ნუ ატკენთ გულს, ნუ აწყენინებთ და ნუ შეიქმნით პრობლემებს, რადგან სასწორი მანამდე არ მოისვენებს, სანამ სამაგიეროს არ გადაგიხდით.
მორიელი – ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს არასდროს ავიწყდებათ წყენა, ბრაზი და შურისძიებასაც ყოველთვის სიამოვნებით გეგმავენ. არასდროს უღალატოთ და არ სცადოთ მორიელის მოტყუება, თორემ ვერ ასცედით შხამიან კბენას, მით უფრო, რომ მორიელი ყოველთვის მოჭარბებული ემოციებით მოქმედებს, რაც საღად აზროვნების საშუალებას არ აძლევს და მისი შურისძიებაც ზედმეტად სასტიკი და ხშირად უსამართლოა.