ყაზახეთში გაჩენილ ტყის ხანძარს სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა
აღმოსავლეთ ყაზახეთში, აბაის რეგიონში გაჩენილ ტყის ხანძარს სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა.
ყაზახეთში ხანძარი 8 ივნისს გაჩნდა. მეხანძრე-მაშველებმა მისი ჩაქრობა სწრაფად ვერ შეძლეს იმის გამო, რომ ტერიტორია მანქანებისთვის გაუვალი აღმოჩნდა.
ბოლო მონაცემებით, ხანძრის ფართობმა 60 000 ჰექტარს გადააჭარბა. ყახაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართულია 1 000-ზე მეხანძრე, 200-ზე მეტი ტექნიკა და 11 ვერტმფრენი.
ცეცხლის ჩაქრობას მაღალი ტემპერატურა, დიდი წვის ფართობი და ქარი ართულებს.