გულისთვის სასარგებლო პროდუქტები
გთავაზობთ 15 პროდუქტს, რომელიც გულის დაავადებებისგან დაგიცავთ.
1. მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული
კომბოსტო, კოლრაბი (კეჟერა), ბროკოლი, რუკოლა, სალათის ფოთოლი, ისპანახი, კამა, ოხრახუში და სხვა მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული მინერალებით, ვიტამინებით და ანტიოქსიდანტებით სავსეა. ვიტამინი K სისხლის შედედების ფუნქციას აწესრიგებს და სისხლძარღვებს იცავს. ფოთლოვანი მწვანილის მოხმარება იშემიის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.
2. ავოკადო
ერთი ავოკადო 975 მგ კალიუმს შეიცავს, რაც კალიუმის ყოველდღიური ნორმის 28%-ია. დღეში 4,7 გ კალიუმის მიღება არტერიული წნევისა და ინსულტის რისკის 15%-ით შესამცირებლად საკმარისია.
3. სოიო
ცხოველური ცილისგან განსხვავებით, სოიოს ცილა ცუდ ქოლესტერინს საშუალოდ 3%-ით ამცირებს და გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის ბევრი სარგებელი მოაქვს.
4. მთელმარცვლიანი პროდუქტები
რაფინირებულ მარცვლეულთან შედარებით, ყავისფერი ბრინჯი, შვრია, ჭვავი, ქერი და წიწიბურა გაცილებით მეტ ბოჭკოს შეიცავს. ყოველდღიურად სამი ულუფა მთელმარცვლიანი პროდუქტის მიღება გულის სხვადასხვა დაავადების ალბათობას 22%-ით ამცირებს.
5. ცხიმიანი თევზი
თუ ორაგულის, სკუმბრიას, სარდინის და თინუსის მოყვარული ხართ, უნდა იცოდეთ, რომ ეს თევზები ომეგა 3-ის ყოველდღიური დოზის მიღებაში დაგეხმარებათ. სისტოლური წნევის შესამცირებლად კვირაში სამი ულუფა ცხიმიანი თევზის მიღება საკმარისია.
6. კენკრა
მოცვის ყოველდღიურად ჭამა აუმჯობესებს სისხლძარღვების დამცავი უჯრედების ფუნქციას, ეხმარება არტერიული წნევის კონტროლს და სისხლის შედედების ფუნქციას. მარწყვი, მაყვალი და ჟოლო ჭარბი წონისა და ანთების მარკერების 11%-ით შემცირებაში დაგეხმარებათ.
7. ფორთოხალი
1 საშუალო ზომის ფორთოხალი, დაახლოებით, 62 კალორიას და 3 გრ ბოჭკოს შეიცავს. ხილში შემავალი პექტინი ებრძვის ქოლესტერინს, ხოლო კალიუმი ხელს უწყობს არტერიული წნევის კონტროლს და აუმჯობესებს სისხლძარღვების ჯანმრთელობას.
8. ბატატი
შეცვალეთ თეთრი კარტოფილი ტკბილი კარტოფილით, რომელსაც დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს. ბატატი არ იწვევს სისხლში შაქრის სწრაფ მატებას, შეიცავს ბოჭკოვანს, A ვიტამინს და ლიკოპინს. გემოს გასაძლიერებლად შეგიძლიათ, მზა ბატატს დარიჩინი მოაყაროთ და ლაიმის წვენით მოასხათ.
9. ნიგოზი
ნიგოზი ბოჭკოვანასა და ისეთი მიკროელემენტების წყაროა, როგორიცაა მაგნიუმი, სპილენძი და მანგანუმი. კვლევების თანახმად, ნიგვზის რეგულარული მოხმარება ებრძვის ოქსიდაციურ სტრესს და ანთებას და LDL დონეს 16%-ით ამცირებს,.
10. შავი შოკოლადი
მაღალი ხარისხის, მინიმუმ 70% კაკაოს შემცველობის შავი შოკოლადი ფლავონოიდებით მდიდარი პროდუქტია. კვლევებმა დაადასტურა, რომ თუ მას კვირაში ხუთჯერ მიირთმევთ, იშემიის რისკი 57%-ით, არტერიებში კი კალციფიცირებული ნალექის წარმოქმნის რისკი 32%-ით შემცირდება.
11. ლობიო
ლობიო შეიცავს სახამებელს, რომელიც ტრიგლიცერიდების და LDL დონის შემცირების გზით აუმჯობესებს გულის ჯანმრთელობას.
12. პომიდორი
ლიკოპენი ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც სიმსივნეს ებრძვის და პომიდორში ყველაზე მაღალი შემცველობით გვხვდება. ცნობით, სისხლში ლიკოპინის დაბალი დონე გულის შეტევას და ინსულტს უკავშირდება.
13. თესლები
ჩიას, სელის და კანაფის თესლები გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნივთიერებების, მათ შორის, ბოჭკოვანასა და ომეგა 3 -ის წყაროა. მენიუში მათი დამატება ცუდი ქოლესტერინის შემცირებაში და გულის დაავადებების პროფილაქტიკაში დაგეხმარებათ.
14. ზეითუნის ზეთი
ანტიოქსიდანტები და ზეითუნის ზეთში შემავალი სხვა სასარგებლო ნივთიერებები ანთებით პროცესებს ამცირებენ და გულთან დაკავშირებულ პრობლემებს ებრძვიან. კვლევების თანახმად, ადამიანებს, რომლებიც ზეითუნის ზეთს მოიხმარენ, გულის დაავადების განვითარების რისკი 35%-ით ნაკლები აქვთ.
15. ნიორი
ექვსთვიანმა კვლევამ დაადასტურა, რომ 600-1500 მგ ნივრის ყოველდღიური მიღების ეფექტი არტერიული წნევის მედიკამენტის მოქმედების ტოლფასია.
წყარო: funtime.ge