თეგებით ძიება

როგორ მივიზიდოთ იღბალი? - რჩევები ზოდიაქოს ნიშნებს

როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ მთელი წლის განმავლობაში თან გვახლდეს:

ვერძი

შეინარჩუნეთ სიმშვიდე. გააზრებულად მიიღეთ გადაწყვეტილებები, და არა ემოციების გავლენით, რათა შემდეგ შედეგების გამო არ ინანოთ.

კურო

თქვენი თავი პირველ ადგილზე დააყენეთ, რადგანაც ამას იმსახურებთ. ნახეთ დრო საკუთარი თავისთვის და სცადეთ მოდუნდეთ მასაჟის და იოგის დახმარებით.

ტყუპები

არ დახარჯოთ დრო ადამიანებზე, რომლებიც მუდმივად გეპირფერებიან. მეტი ყურადღება დაუთმეთ თქვენს ნამდვილ მეგობრებს და ოჯახს.

კირჩხიბი

საკუთარ ინსტინქტებს ენდეთ. საკუთარ თავს ენდეთ და არ მისცეთ სხვებს თქვენი არჩევანის განსაზღვრის უფლება.

ლომი

მეტი იკითხეთ და ახალი ცოდნა მიიღეთ. წიგნები გჭირდებათ, რომლებიც შთაგაგონებთ.

ქალწული

ამ წელს ეცადეთ, არ იყოთ კარიერის მონა. „ჭკუით“ იმუშავეთ. იპოვეთ ბალანსი თქვენს ცხოვრებაში.

სასწორი

ზოგჯერ უნდა თქვათ „არა“. ადამიანები, რომლებსაც ნამდვილად უყვარხართ, გაიგებენ. დაიწყეთ იმის კეთება, რასაც ბედნიერება მოაქვს თქვენთვის, არ მისცეთ სხვებს იმის განსაზღვრის უფლება, თუ რა არის თქვენთვის კარგი.

მორიელი

ამ წელს ახალი საქმით ან ჰობით დაკავდით. მაგალითად, ჩაეწერეთ კულინარულ ან მწერლობის კურსებზე . გონების სტიმულაცია გჭირდებათ.

მშვილდოსანი

ნუ გექნებათ გული მუდმივად ჩაკეტილი. არ მისცეთ უფლება შიშს, ხელი  შეგიშალოთ ღირსეულ ადამიანთან შეხვედრაში. თუ უკვე გაქვთ ურთიერთობა, იმუშავეთ კომუნიკაციის გაუმჯობესებაზე.

თხის რქა

ეს ის წელია, როდესაც უკეთ უნდა შეიცნოთ საკუთარი „მე“ და გააფართოოთ საზღვრები. არ თქვათ უარი თავგადასავლებზე, კარგად გაატარეთ დრო მეგობრებთან და უბრალოდ გამოიყენეთ შესაძლებლობები, რომლებსაც ცხოვრება გაძლევთ.

მერწყული

მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს და იმას, თუ რაც ნამდვილად გაინტერესებთ. ხშირად დარჩით მარტო საკუთარ თავსა და საკუთარ აზრებთან . თქვენთვის ეს აუცილებელია შინაგანი ჰარმონიისა და განვითარებისთვის.

თევზები

დროა შემოქმედებითი საწყისი გაათავისუფლოთ. გარდაქმენით  თქვენი ვნება კარიერად. აკეთეთ ის, რაც ნამდვილად შთაგაგონებთ. არ მოექცეთ მოდის და სხვისი სურვილების გავლენის ქვეშ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა