12 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:
ვერძი
მთელი დღის განმავლობაში თავს მოუსვენრად გრძნობთ და ერთ ადგილზე გაჩერება გიჭირთ. პერიოდულად, გარშემომყოფებს თქვენი რისხვა და გაღიზიანება თავს ატყდება. თვალები დახუჭეთ, ღრმად ჩაისუნთქეთ და მიხვდებით, რომ სანერვიულო არაფერია, ამიტომ ეცადეთ, დამშვიდდეთ და ემოციები აკონტროლოთ.
კურო
დღეს ჩინელი ბრძენის, ლაო ძის რჩევა უნდა გაითვალისწინოთ და დინებას მიჰყვეთ. თქვენ ნაცვლად არჩევანს თავად ცხოვრება და გარშემო მყოფები გააკეთებენ. თანაც, შეიძლება ბევრ საგანს ან მოვლენას ახალი კუთხით შეხედოთ და ბედის ბრძნული მინიშნებები დაინახოთ.
ტყუპები
ცვლილებებისა და სიახლეების დღეა. თქვენს წინაშე ახალი შესაძლებლობები გაჩნდება. დღეს სწრაფი რეაქციის გამოვლენა და რამდენიმე წუთში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ რეალობას არ მოსწყდეთ და მოვლენების განვითარებას მიჰყვეთ. სჯობს, თავად გადაწყვიტოთ, გამოიყენებთ ამ შანსს თუ არა, ვიდრე დიდხანს ინანოთ, რომ ეს შანსი ვერ შენიშნეთ.
კირჩხიბი
გარშემომყოფები ცდილობენ, სამუშაოდან ყურადღება სხვა მიმართულებით გადაგატანინონ, მაგრამ სანიმუშო დისციპლინისა და თვითორგანიზების დამსახურებით მათ შეტევებს იგერიებთ. ნებისმიერი საქმის ბოლომდე მიყვანას ცდილობთ და ახერხებთ კიდეც. თქვენი ყურადღების გაფანტვას კი არავინ უნდა ეცადოს - გაბრაზებული კირჩხიბი გაბრაზებულ ხარზე უფრო საშიშია!
ლომი
ეს დღე საკუთარ თავზე ან რომელიღაც ახლობელზე აზრს შეგაცვლევინებთ. თქვენი გარემოცვიდან ვიღაცამ შეიძლება უჩვეულო საქციელი გამოავლინოს, თუმცა ახლა მთელი ყურადღება თქვენზეა გადმოტანილი, რადგან ადამიანებს მრავალმხრივი ბუნების ახალი გამოვლინებით გააოცებთ.
ქალწული
დილას ვერც კი წარმოიდგენთ, რა ცვლილებები გელით. მოვლენები შეიძლება ისე განვითარდეს, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივ მიღება მოგიწიოთ. მოულოდნელი ამბავი, ახალი ნაცნობობა - თქვენს ბედზე გავლენა შეიძლება ნებისმიერმა მოვლენამ მოახდინოს და გადაწყვეტილების მიღების დროს ეს არ უნდა დაივიწყოთ.
სასწორი
უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და ის სწრაფად ცვალებად გარემოში ორიენტირებას გასწავლით. მოვლენებით სავსე და საინტერესო დღე გელით. პოზიტიური განწყობა, ცნობისმოყვარეობა და ცოტაოდენი ავანტიურიზმი დაგეხმარებათ, რომ ხვალინდელი შესაძლებლობები (მათ შორის, ურთიერთობაში) მაქსიმალურად გამოიყენოთ. შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენი ცხოვრების ნაწილი გახდება.
მორიელი
დღეს იუმორთან მწყრალად ხართ - განსაკუთრებით, თუ თქვენ გეხებათ! დღის განმავლობაში იმდენი გაღიზიანება დაგიგროვდათ, რომ მზად ხართ, ნებისმიერს დაატეხოთ თავს, ვინც თქვენთან ხუმრობას გაბედავს. კონფლიქტური სიტუაციების თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ, მთელი ყურადღება მუშაობაზე გადაიტანოთ.
მშვილდოსანი
ეს დღე კონკურენტის დამარცხების საშუალებას მოგცემთ. თქვენს გეგმებში საკუთარი უპირატესობის დამტკიცება არ შედის, თუმცა სიტუაციამ შეიძლება ამისკენ გიბიძგოთ. ეს შეიძლება ეხებოდეს სამუშაოს, სწავლას, მეგობრობას, რომანტიკულ ურთიერთობებს ანუ ცხოვრების ნებისმიერ სფეროს, სადაც საკუთარი ნიჭის წარმოჩენა შეგიძლიათ.
თხის რქა
ამ დღეს მთლიანად დასვენებას დაუთმობთ. არ არის გამორიცხული, რომ თქვენი ინიციატივით, მეგობრული წვეულებაც მოეწყოს. აქტიური დასვენების პერსპექტივა არ გხიბლავთ - ახლა ის პერიოდი გაქვთ, როდესაც ყველაზე მეტად უახლოეს ადამიანებთან ერთად დასვენებას, სიმყუდროვეს და კომფორტს ეძებთ.
მერწყული
როგორც არ უნდა ეცადოთ, ამ დღეს სიტუაცია დასვენების და განტვირთვის საშუალებას არ მოგცემთ. მოვლენებს მერწყულის აქტიური მონაწილეობა სჭირდება. იძულებული იქნებით, რომ მოვლენების რიტმში ჩაერთოთ, მაგრამ ამას არ ინანებთ - ხვალ საინტერესო შესაძლებლობები მოგეცემათ.
თევზები
ამ დღეს შეიძლება მოულოდნელი შემოსავალი მიიღოთ ან ფულის შოვნის უჩვეულო გზა აღმოაჩინოთ. ერთი სიტყვით, ბედის სიურპრიზებმა შეიძლება თქვენს ფინანსურ ცხოვრებაზე გავლენა მოახდინონ. თუმცა, ეს არა მხოლოდ ფინანსებში, არამედ ცხოვრების სხვა სფეროებშიც გამოვლინდება. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ხვალ მოულოდნელობებისთვის მზად უნდა იყოთ.