მესი ჩინეთის აეროპორტში დროებით დააკავეს - რა შეემთხვა ცნობილ ფეხბურთელს?
ცნობილი ფეხბურთელი, ლიონელ მესი ჩინეთის აეროპორტში დროებით დააკავეს.
საქმე იმაშია, რომ ფეხბურთელი არგენტინის პასპორტის ნაცვლად, ესპანურით მგზავრობდა. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია მცირე გაუგებრობა აეროპორტში.
არგენრინელს რამდენიმე საათით პოლიციის განყოფილებაში მოუწია ყოფნა, თუმცა, ვიზა დაჩქარებული წესით გაუკეთეს და მალევე გაანთავისუფლეს.
მესი ჩინეთში ავსტრალიის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩზე სათამაშოდ მიემგზავრებოდა, რომელიც 15 ივნისს გაიმართება.