სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ ალცჰაიმერის საწინააღმდეგო წამალს მხარი დაუჭირა
სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) ალცჰაიმერის საწინააღმდეგო წამალს მხარი დაუჭირა. მედიკამენტს Leqembi ეწოდება და ეს ალცჰაიმერის საწინააღმდეგო უკვე მეორე წამალია. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
„FDA-ის პერიფერიული და ცენტრალური ნერვული სისტემის წამლების მრჩეველთა კომიტეტმა (PCN) Leqembi 100 მგ/მლ ინექცია დაამტკიცა“, - ნათქვამია Eisai-ს პრესრელიზში.
იაპონური ფარმაცევტული კომპანიის Eisai-სა და ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანიის Biogen-ის მიერ შექმნილი Leqembi ადრე დაჩქარებული ტემპით დამტკიცდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ წამლის სამედიცინო სარგებლობის ზუსტ გაზომვას დიდი დრო სჭირდება. შესაბამისად, გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში წამლის გამოყეების ნებართვა არსებობდა. თუმცა, ამჯერად, საქმე სრულ ნებართვასთან გვაქვს.
ნებართვა ოფიციალურად 2023 წლის 6 ივლისიდან ამოქმედდება.