14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:
ვერძი
ამ დღეს ყველაზე კარგად ძველი, კარგად ნაცნობი საქმეების კეთება გამოგდით. გირჩევთ ახალი პროექტები ან რთული ამოცანები სხვა დროისთვის გადადოთ - ახლა ყურადღების კონცენტრირებას და საქმის ბოლომდე მიყვანას ვერ შეძლებთ. მოერიდეთ უსიამოვნო სიტუაციებს და გაღიზიანებულ ადამიანებთან კამათს.
კურო
გარშემომყოფები უაზრო საუბრებით ცდილობენ, რომ მნიშვნელოვან საკითხებს მოგწყვიტონ. ეცადეთ ურთიერთობა მაქსიმალურად შეზღუდოთ და მთელი ყურადღება ინდივიდუალური მუშაობისკენ გადაიტანოთ. საღამოს ეცადეთ საყვარელი ადამიანი სასიამოვნო სიურპრიზით გააოცოთ.
ტყუპები
წარმატებული და საინტერესო დღე გელით. ბევრ სიახლეს შეიტყობთ, რაც შეიძლება სამომავლო საქმიანობაში გამოგადგეთ. ამ დღეს რთული საქმეები სწრაფად და თქვენთვის სასარგებლოდ გადაწყდება. გამორიცხული არ არის, რომ სარისკო შეთავაზება მიიღოთ ან ამბიციური პროექტი დაიწყოთ. დღის მეორე ნახევარში ახალი ნაცნობობა და საინტერესო შეხვედრები გელით.
კირჩხიბი
ეცადეთ თანამოაზრეების მხარდაჭერა დაიმსახუროთ და ძველი გეგმების განხორციელება დაიწყოთ. გირჩევთ ბოლოდროინდელ მოვლენებსა და შეხვედრებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ. ბედისწერის ნიშნები სწორ გზას გაჩვენებთ. ის, რაზედაც დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდით, შეიძლება უახლოეს დღეებში ახდეს.
ლომი
ლომებისთვის აქტიური და დაძაბული დღეა, თუმცა, ვარსკვლავების მხარდაჭერით ბევრი რთული საკითხი სწრაფად და მარტივად გადაწყდება. რთულ სიტუაციებში მხოლოდ ძველი გამოცდილება დაგეხმარებათ, სხვების რჩევები კი საქმეს გაგირთულებთ. ხელსაყრელი დღეა პირობის შესრულებისა და ვალების დაბრუნებისთვის.
ქალწული
ამ დღეს შეიძლება მიაღწიოთ იმას, რისკენაც დიდი ხანია ისწრაფვით. გირჩევთ სარისკო შეთავაზებებს დათანხმდეთ - ეს წინსვლასა და მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრაში დაგეხმარებათ. სავარაუდოდ, ამ დღეს მომაბეზრებელ პრობლემებს სამუდამოდ დაემშვიდობებით.
სასწორი
დაწყებულ საქმეს ნუ მიატოვებთ, თუნდაც ეს დიდ დროს და ენერგიას მოითხოვდეს. ეცადეთ, პრობლემის მიმართ მიდგომა შეცვალოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მიზნის მისაღწევად უფრო მტკიცედ და პრინციპულად უნდა იმოქმედოთ. ეცადეთ, საღამო მოვლენების ანალიზს და პრიორიტეტების განსაზღვრას დაუთმოთ.
მორიელი
იმედს ნუ დაკარგავთ და ნუ დანებდებით, თუ ყველაფერი ისე არ გამოდის, როგორც გსურთ. თუ მოინდომებთ, ამ დღეს შეიძლება ნებისმიერ სიტუაციაში სარგებელი იპოვოთ. ხელსაყრელი დღეა კონფლიქტის დასრულებისა და ურთიერთობების გარკვევისთვის.
მშვილდოსანი
მთელი დღის განმავლობაში ურთიერთობების პრობლემებს ებრძვით. სავარაუდოდ, თქვენი ნეგატიურად განწყობილი თანამოსაუბრეები ცდილობენ კონფლიქტში ჩაგითრიონ. ეცადეთ, ნაკლები ისაუბროთ და განსახილველად ნეიტრალური თემები შეარჩიოთ. შეადგინეთ დღის გეგმა და მას მკაცრად მიჰყევით.
თხის რქა
გირჩევთ რთული გადაწყვეტილების მიღება სამომავლოდ გადადოთ - ჩანაფიქრის განხორციელება გიჭირთ, რაც თქვენს თავდაჯერებაზე მოქმედებს. უმჯობესია ეს დღე საოჯახო საქმეებს და საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებას დაუთმოთ. ეცადეთ საყვარელ ადამიანებს საკუთარი აზრები თავზე არ მოახვიოთ და კომპრომისი დროულად იპოვოთ.
მერწყული
ინფორმაცია, რომელსაც დღეს მიიღებთ, დაგეხმარებათ რომ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი იპოვოთ. ყურადღებით იყავით, შეიძლება ვიღაცის აზრი თქვენთვის სასარგებლო იყოს. მოლაპარაკებებისთვის ხელსაყრელი დღეა - პარტნიორებისგან მოგებიან შეთავაზებას მიიღებთ. ძველი კავშირები ან ძველი ნაცნობები ძველი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ.
თევზები
ხელსაყრელი დღეა მოლაპარაკებებისთვის. სირთულეების მიუხედავად, საერთო ენას ნებისმიერ ადამიანთან იპოვით და ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. ეცადეთ, გამონახოთ დრო ექიმთან ვიზიტისა და პრევენციული მკურნალობის დაწყებისთვის. კარგი დროა შოპინგისთვის.