ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებიც ნებისმიერ სირთულეს ცხოვრებისეულ გამოცდილებად აქცევენ
გთავაზობთ ზოდიაქოს ნიშნებს, რომლებიც ნებისმიერ სირთულეს ცხოვრებისეულ გამოცდილებად აქცევენ.
მორიელი
ამ თვალსაზრისით, პირველ ადგილზე მორიელია. ზოდიაქოს ამ ნიშანს პლანეტა პლუტონი აკონტროლებს და როგორც წესი, ეს ადამიანები ბავშვობიდან საოცარი ნებისყოფითა და გამძლეობით გამოირჩევიან. მზად არიან კრიზისებისა და გამოწვევებისთვის და მარტივად არ ნებდებიან. ხასიათის სიმტკიცით გამოირჩევიან, თუმცა შინაგანად ეს მათთვის მარტივი არ არის. საკმაოდ ემოციური ნიშანია, რომელიც ბევრ სხვადასხვა დეტალს აქცევს ყურადღებას და ამის გამო, შინაგანი ბრძოლაც აქვს. თუმცა, მათ აქვთ უნარი, დაშვებულ შეცდომებზე დაფიქრდნენ და ეს ცხოვრებისეულ გამოცდილებად გადააქციონ.
ქალწული
რეიტინგში მეორე ადგილზე ქალწულები არიან. ასტროლოგების თქმით, ქალწული ზოდიაქოს ყველაზე რაციონალური ნიშანია, რომელიც მოვლენებს რეალურად აფასებს და სენტიმენტალურობა არ ახასიათებს. ამიტომაც, როგორც წესი, ყველაფერში ლოგიკურ კავშირებს ეძებს და ცხოვრებაში არსებულ პრობლემებს, როგორც გამოწვევას, ისე იღებს. ეს ადამიანები საკმაოდ დიდი ნებისყოფით გამოირჩევიან, პანიკაში არ ვარდებიან და "ცივი" გონებით მოქმედებენ. ამიტომაც, კრიტიკული მდგომარეობებიდან ღირსეულად გამოსვლას ახერხებენ.
თხის რქა
საპატიო მესამე ადგილს თხის რქა იკავებს. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ნებისმიერ სიტუაციაში ახერხებენ, საღი აზრი შეინარჩუნონ და ემოციებს არ მისცენ საშუალება, რომ უარყოფითი გავლენა მოახდინონ. მტკიცე ხასიათითა და შეუპოვრობით ხასიათდებიან და უხშირესად, გადაწყვეტილებებს გონებით იღებენ და არა გულით. როცა მათ ცხოვრებაში პრობლემები და კრიტიკული დღეებია, საოცარ სიძლიერესა და ნებისყოფას ამჟღავნებენ და მათ მოგვარებას ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობენ.