თეგებით ძიება

„სამი დღეა პარლამენტთან მხვდება ერთი რუსი კაცი და სადღაც წაყოლას მთხოვს...“ - რას წერს ხატია დეკანოიძე?

ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პარლამენტთან სამი დღეა რუსი ეროვნების კაცი ხვდება და წაყოლას სთხოვს.

„სამი დღეა პარლამენტიდან გამოსვლისას მხვდება ერთი რუსი. ამ ფაქტს გუშინ ტვ პირველის მანქანის მძღოლი შეესწრო. გუშინწინ სოფო ჯაფარიძე. 

რუსეთის მოქლაქე, უცნობი კაცი, რომელიც მელაპარაკება გაუგებრად და მთხოვს სადღაც წაყოლას. 

პირველი ორი დღე ყურადღება არ მივქციე, დღეს, უკვე სხდომიდან მაღაზიაში გასვლისას ისევ გამომეკიდა. 

პარლამენტის დაცვამ მომაქცია ყურადღება და პოლიციას გამოუძახა. 

პარლამენტთან  რუსეთის მოქალაქე, გაურკვევლი კაცი მხვდება ყოველ დღე...

პ.ს. პოლიციამ მართლა ოპერატიულად მოახდინა რეაგირება. ახლაც არკვევს როდის ჰქონდა საზღვრის კვეთა, რატომ შემოვიდა საქართველოში, რა მიზნით.. “ - წერს დეკანოიძე.

წყარო: „აიპრესი“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა