„ეს არის ივანიშვილის მოღალატე რეჟიმის სახე“ - გიგა ბოკერია გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე
„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ზურაბ აბაშიძისა და ჩაიკოვსკის საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტის, მარკ ზილბერკვიტის სატელეფონო საუბრის ჩანაწერს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს.
„აბაშიძეს ჩვენი ქვეყნის განადგურების მომხრე რუსი პროპაგანდისტი კი არ სძულს, არამედ იმ ახალგაზრდებს აყენებს შეურაცხყოფას, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ღირსებასა და თავისუფლებას იცავდნენ და მათ გამო მტრის წინაშე ბოდიშებს იხდის. ეს არის ივანიშვილის მოღალატე რეჟიმის სახე“, - წერს ბოკერია.
ცნობისთვის, Youtube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის თანახმად ზურაბ აბაშიძე საუბრობს მარკ ზილბერკვიტთან, რომელიც ვლადიმერ პოზნერს თბილისში ახლდა. ჩანაწერის თანახმად, აბაშიძე მათ, ვინც პოზნერის თბილისში ვიზიტი გააპროტესტა, „ნაცისტების ჯგუფს“ უწოდებს და პოზნერს ბოდიშს უხდის. ჩანაწერი დღეს გავრცელდა.