რომელია ყველაზე აგრესიული ზოდიაქოს ნიშანი?
ნახეთ, 3 ყველაზე ბოროტი და აგრესიული ზოდიაქოს ნიშანი.
ვერძი - პლანეტა მარსი, რომელიც მართავს ვერძს ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ანიჭებს მოთხოვნილებას, ყველგან და ყოველთვის საკუთარი პრიორიტეტების დასაცავად იომონ. ვერძები აგრესიულები და უტაქტოები არიან, ამასთანავე, უკონტროლო სიფიცხე, რომელიც მათ ახასიათებთ, ხშირად ხდება ვერძისთვის საზოგადოებაში საყოველთაოდ შერცხვენის წინაპირობა. თუმცა არც ერთი ვერძი არ დარდობს ამ ფაქტზე დიდად. მათი უმეტესობა არ არის გამოკვეთილად ბოროტი და წყენის გულში ჩადებაც ტიპურ ვერძს არ ახასიათებს, თუმცა აგერსია, რომელსაც იგი ავლენს ურთიერთობაში სხვების მიმართ ხშირად აფრთხობს ადამიანებს და აიძულებს ვერძის ნიშნით დაბადებულისგან შორს დაიჭირონ თავი.
ქალწული - გონიერი, წინდახედული, გამჭრიახი ხალხის ზოდიაქოა. ქალწულს პლანეტა მერკური მართავს - აზროვნებისა და კომუნიკაციის პლანეტა, ამიტომ ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ინტრიგების ხლართვასა და მანიპულაციაში ვერასოდეს გაეჯიბრებით. ამასთან ერთად ქალწულები ცივი გონებით გამოირჩევიან და თუ ვინმემ აწყენინათ, იშვიათად ავიწყდებათ რამე როგორც ემოციურ, ისე მოვლენების დონეზე. ქალწული აგრესიული არ გახლავთ, თუმცა სიბოროტით შესაძლოა ბევრ სხვა ზოდიაქოს ნიშანს გაუსწროს, თუკი მან სისასტიკის გზაზე სიარული გადაწყვიტა. იგი პრაგმატული ადამიანია, რეალისტის ბუნებით. ამიტომ მისგან დანდობას ნუ ელით.
მორიელი - წინდახედული და ფრთხილია, ინტუიციური და გამჭრიახი. ამასთანავე საოცრად აგრესიული და მებრძოლი შინაგანად. ამიტომ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვერძის აგრესია და ქალწულის სიბოროტე სრულად გაერთიანდა მორიელში. შესაბამისად, ჩამოთვლილ ზოდიაქოს ნიშნებს შორის, მორიელის მტრობა ყველაზე სახიფათოა როგორც პროფესიულ სარბიელზე, ისე სიყვარულში. მორიელს გასაოცარი მოთმინების უნარი, შენიღბულად მოქმედების ნიჭი და ხანგრძლივი ემოციური მეხსიერება აქვს. ამიტომ თუკი ოდესმე ცხოვრებაში ფეხი კუდზე დაადგით (თუნდაც გაუცნობიერებლად), იგი ამას წლების მანძილზე დაიმახსოვრებს და უკიდურეს შემთხვევაში ჯეროვან სამაგიეროსაც გადაგიხდით მაშინ, როცა ამას მისგან ყველაზე ნაკლებად ელით.