თამაზ ბოჭოიძე მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონი გახდა
სპორტსმენი, თამაზ ბოჭოიძე მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჩემპიონატი მოლდავეთში ქალაქ კიშინოვში გაიმართა, სადაც წარმატებით იასპარეზა მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის მკლავჭიდელმა თამაზ ბოჭოიძემ. მან 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მარჯვენა მკლავში პირველი ადგილი დაიკავა.