თეგებით ძიება

„პოზნერზე თუ ეს ხდებოდა, წარმოიდგინეთ, გაბუნიას პუტინზე მონოლოგის შემდეგ რა იქნებოდა“ - ნიკა გვარამია

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია  პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მრჩე­ვლის, ზუ­რაბ აბა­ში­ძისა და ჩა­ი­კოვ­სკის საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დის პრე­ზი­დენტის, მარკ ზილ­ბერ­კვიტის სა­ტე­ლე­ფო­ნო საუბრის ჩანაწერს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს.

„პოზნერზე თუ ეს ხდებოდა, წარმოიდგინეთ ახლა, გაბუნიას პუტინზე მონოლოგის შემდეგ რა იქნებოდა.

ისხდნენ ახლა ქართველი ბიძა-კაცები და მოყვნენ 37 მანეთად როგორ ჩადიოდნენ რუსეთში და ყველა ქალს და ყველა კარს ხსნიდნენ 1 ბოთლი კონიაკით. ეგ კაცმა არ იცის, მართალია თუ ტყუილი, ბიძაჩემო. აგერ რუსები რომ მართლა რასაც უნდათ, იმას გვიშვებიან, თან 37 მანეთის და კონიაკის გარეშე - ეს კი რეალობაა, რომელსაც შენც, შენი შვილებიც, მეზობლებიც, ნათესავებიც, თანამშრომლებიც, თანამეინახეებიც და მთელი მსოფლიო ლაივში უყურებს. 

კი ირგებთ დედის რძესავით და რუსების на хуй-ზე გაშვების თავი თუ არ გაქვთ, ამ 37 მანეთზე გაბანძებული მითის მოყოლას მაინც შეეშვით.

ნიკა #212“, - წერს გვარამია.

ცნობისთვის, Youtube-ზე გავ­რცელ­და აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი, რომ­ლის თა­ნახ­მად ზუ­რაბ აბა­ში­ძე სა­უბ­რობს მარკ ზილ­ბერ­კვიტ­თან, რო­მე­ლიც ვლა­დი­მერ პოზ­ნერს თბი­ლის­ში ახ­ლდა. ჩა­ნა­წე­რის თა­ნახ­მად, აბა­ში­ძე მათ, ვინც პოზ­ნე­რის თბი­ლის­ში ვი­ზი­ტი გა­აპ­რო­ტეს­ტა, „ნა­ცის­ტე­ბის ჯგუფს“ უწო­დებს და პოზ­ნერს ბო­დიშს უხ­დის. ჩა­ნა­წე­რი დღეს გავ­რცელ­და.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა