მთვრალი პოლიციელი მანქანით კაცს დაეჯახა და მოკლა - სამართალდამცველს პატიმრობა შეეფარდა
პოლიციელს, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში მართავდა მანქანას და ორ ადამიანს შეეჯახა, პატიმრობა შეეფარდა.
ბათუმის საქალაქო საქალაქომ პოლიციელ ვიტალი ზოიძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო.
"თავარი არხის" ინფორმაციით, შემთხვევა ბათუმში 13 ივნისს მოხდა. ავარიის შედეგად ერთი პირი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში მკურნალობს.
არსებული ინფორმაციით, პოლიციელი 13 ივნისს არ ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას და თავისი პირადი ავტომანქანით გადაადგილდებოდა. ის ავტომანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.