თეგებით ძიება

საქართველო მტკიცედ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას - ილია დარჩიაშვილი

საქართველო მტკიცედ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკური და დიპლომატიური, ასევე ჰუმანიტარული მიმართულებით, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას განაცხადა.

„უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან, საქართველო მტკიცედ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას როგორც პოლიტიკური და დიპლომატიური, ასევე ჰუმანიტარული მიმართულებით. უკრაინისადმი საქართველოს სოლიდარობა საერთაშორისო პლატფორმების ფარგლებში მტკიცე პოზიციებით, რეზოლუციების თანაავტორობით, თანასპონსორობის, თუ განცხადებებზე მიერთების გზით გამოიხატება. საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინისადმი საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების, დეკლარაციების და გადაწყვეტილებების რაოდენობა 500-ს აჭარბებს,“ - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა