თეგებით ძიება
16. 06. 2023 ვიდეო

ვერ გავაგებინე ვერავის ჩემი სიმართლე და სამართლიანი მოთხოვნები - რას ამბობს მაღაროელი, რომელმაც პირი ამოიკერა? (ვიდეო)

ჭიათურაში ერთ-ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.

მისი თქმით, მან თავისი სიმართლე ვერ დაამტკიცა და პროსტესტის ასეთ ფორმას ამიტომ მიმართა.

"10 დღის განმავლობაში ვისაუბრე სიმართლე, რომელიც არ გაითვალისწინეს. ვერ გავაგებინე ვერავის, ჩემი სიმართლე და ის სამართლიანი მოთხოვნები, რომლებიც გვაქვს ჩვენ პროტესტის მონაწილეებს. ეს ჩემი სიმართლე ვერ დავამტკიცე...ჩემი პირი ამოკერილი იქნება თუ არ იქნებ იქნება, ამას უკვე არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს", -  ამბობს პროტესტის მონაწილე.

შეგახსენებთ, ჭიათურაში 10 დასაქმებული მე-5 დღეა შიმშილობს, 3 000 მაღაროელი კი 11 დღეა გაფიცულია.

პროტესტის მონაწილეები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა