თეგებით ძიება

პრემიერმა ბრატისლავაში თქვა ის, რაც ყველასთვის ცნობილია - ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში რუსეთ-უკრაინის ომის მიზეზებზე თქვა ის, რაც ყველასთვის ცნობილია და ახალი არაა.

"კი თუ არა, ეს ახალი ფორმაა კითხვის დასმის. პირველ რიგში, მინდა გითხართ, რომ არ არის კარგი საქმე და არ ეხმარება ქვეყნის კეთილდღეობას, ჩვენი ქვეყნის შესახებ პოზიტიური აღქმების შექმნას ჩვენს პარტნიორებში, როდესაც ხდება საქართველოს პრემიერმინისტრის ნათქვამის ინტერპრეტირება.

ის, რაც პრემიერმა თქვა, თქვენც შეგიძლიათ მსგავსი განცხადებები მოისმინოთ სხვა ლიდერების მხრიდან. თუ კითხვა მდგომარეობს იმაში, რომ ვეთანხმები თუ არა საქართველოს პრემიერმინისტრის შეფასებას, თქვენი ინტერპრეტაციით გაკეთებულს არა, მაგრამ პრემიერმინისტრმა თქვა ის, რაც ყველასთვის ცნობილია და ის, რაც ახალი არ არის", - თქვა ილია დარჩიაშვილმა.

შეგახსენებთ, 30 მაისს GLOBSEC-ის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე ღარიბაშვილმა თქვა, რომ ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა