პრასი ნიგვზით
ინგრედიენტები:
მარილი - გემოვნებით
ძმარი - 3.00 სკ
უცხო სუნელი - 1.00 ჩკ
ქინძი - 1.00 ჩკ
ზაფრანა - 1.00 ჩკ
ბროწეული სურვილისამებრ
ნედლი ქინძი – ნახევარი კონა
ნიორი - 2.00 კბილი
ნიგოზი - 200.00 გრ
პრასი - 1.00 კგ
მომზადების წესი:
პრასი გაარჩიეთ, გარეცხეთ და მოხარშეთ. გადაწურეთ, გააცივეთ და ხელით დაწურეთ. დანაყეთ ნიგოზი, პრასი დაფაზე წვრილად დაკეპეთ და შეურიეთ ზემოთ ჩამოთვლილი დანარჩენი ინგრედიენტები, კარგად აურიეთ, შედგით მაცივარში, 1-2 საათით.
შეგიძლიათ ყვითელი ყვავილის გარეშეც მოამზადოთ, გემრიელად მიირთვით.