2023 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა, წინა წელთან 7.7%-ით გაიზარდა - საქსტატი
2023 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 16 470.9 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.7% შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2023 წლის I კვარტალში 6.8 პროცენტით განისაზღვრა.
„2023 წლის პირველ კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (14.0 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (44.2 პროცენტი), მშენებლობა (15.1 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა (10.5 პროცენტი), განათლება (13.4 პროცენტი) და ხელოვნება, გართობა და დასვენება (17.2 პროცენტი).
კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა (-6.6 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (-12.7 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (-10.8 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-2.3 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-0.3 პროცენტი).
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (14.4 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (12.0 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (9.3 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (7.9 პროცენტი), მშენებლობა (6.5 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (5.9 პროცენტი), განათლება (5.6 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.5 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (5.5 პროცენტი),“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.