კვარტალში მშენებლობის სექტორებში შემცირებაა - საქსტატი
საქსტატმა 2026 წლის ეკონომიკური ზრდის მეორე კვარტალის დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პერიოდის განმავლობაში საქართველოს მშპ მიმდინარე ფასებში 28.1 მილიარდ ლარს შეადგენდა, ხოლო რეალური ეკონომიკური ზრდა კი 6.9% იყო. დარგების მიხედვით თითქმის ყველა სექტორში ფიქსირდება მატება, თუმცა ორ მნიშვნელოვან სექტორში - მშენებლობის და სოფლის მეურნეობის დარგებში შემცირებაა.
საქსტატის თანახმად, 2026 წლის მეორე კვარტალში მშენებლობის სექტორის ზომამ შეადგინა 1.6 მილიარდი ლარი მიმდინარე ფასებში, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კლება 4.8%-ს შეადგენდა. საქსტატის თანახმად, მშენებლობის სექტორში კლება ძირითადად დაკავშირებულია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების - გზების და გვირაბების მშენებლობის დასრულებასა და მათ ექსპლოატაციაში შესვლასთან.
სოფლის მეურნეობის სექტორის ზომა კი მეორე კვარტალში 1.6 მილიარდი ლარი იყო, წლიურ ჭრილში აღნიშნულ სექტორში 3.5%-იანი ვარდნა ფიქსირდება.
