თეგებით ძიება

მოულოდნელი სიურპრიზი - როგორია მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი?

ასტროლოგები მიმდინარე კვირის პროგნოზის შესახებ საუბრობენ და აცხადებენ, რომ საერთო ჯამში ეს დღეები პოზიტიურად ჩაივლის.

19 ივნისი

ამ დღეს შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ დროს ვერ აკონტროლებთ და ყველგან დააგვიანოთ, განრიგთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეგექმნათ და თქვენს დღის რუტინას ასცდეთ, მაგრამ ამაზე ნერვიულობა არ ღირს. სამყარო გვასწავლის, რომ ზოგჯერ სრულიად დაუგეგმავი, გაუთვალისწინებელი რამ ხდება და სწორედ აქ ვლინდება, რამდენად სწრაფად და კარგად შევძლებთ სხვა რუტინისა და გეგმის მოფიქრებას. ნებისმიერი დაბრკოლება გამოცდილებად აქციეთ და ასე შედეგის მიღება ბევრად მარტივი გახდება.

20 ივნისი

ასტროლოგების თქმით, ამ დღეს ყველა ადამიანი სამყაროსაგან დამსახურებულ ჯილდოსა და სიურპრიზს მიიღებს. შესაძლოა, მოულოდნელად, ერთი სიტყვითაც კი, თქვენი ცხოვრება უკეთესობისაკენ შეიცვალოს. ყურადღება გაგრძნობინოთ იმ ადამიანმა, რომელიც დიდი ხანია, მოგწონთ. ან კიდევ, სამსახურში გადაგიყვანონ სხვა პოზიციაზე, გაიგოთ სიახლე, რომელსაც დიდი ხანი ელოდებოდით, აღიარება მოიპოვოთ. ეს დღე თქვენია და შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ.

21 ივნისი 

21 ივნისს წლის ყველაზე ძლიერი დღე, მზებუდობაა. ამ დღეს განსაკუთრებული ენერგეტიკული მახასიათებელი აქვს. აუცილებლად ჩაიფიქრეთ სურვილი, რადგანაც ითვლება, რომ ამ დღეს სამყაროს ადამიანების ყველაზე უკეთ ესმის. დაისახეთ ახალი გეგმები და მიზნები, ჩამოწერეთ უახლოეს მომავალში შესასრულებელი ნაბიჯები, შეხვდით მეგობრებს, დრო მხიარულად გაატარეთ და მზე თქვენს გულშიც შემოუშვით.

22 ივნისი

ეს დღე გვაჩვენებს, რომ ზოგჯერ ერთი და იმავე საქმის გაკეთება, გამეორება მოსაწყენი კი არა, საუკეთესო საშუალებაა, რომ გაცილებით კარგი შედეგი მივიღოთ.

23 ივნისი

23 ივნისი მოძველებულ ურთიერთობებთან, ნივთებთან და ემოციებთან სამუდამოდ დამშვიდობების დღეა. ეს პერიოდი გაჩვენებთ, რომ თუკი თქვენს აურას, ემოციებს ტოქსიკური საკითხებისაგან არ გაათავისუფლებთ, ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას ვერ შეძლებთ. შესაძლოა, გარკვეული თვალსაზრისით, ეს მტკივნეულიც იყოს, მაგრამ სამყარო გაჩვენებთ, რომ აუცილებლად უნდა შეელიოთ იმას, რაც ბედნიერებას აღარ განიჭებთ და წარმატებაშიც ხელს გიშლით.

24 ივნისი

ეს დღე გაჩვენებთ, რომ აუცილებელია, დრო დასვენებასა და განტვირთვასაც დაუთმოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოტივაციას, ახლის შექმნის სურვილს დაკარგავთ და ერთ ადგილზე გაჩერდებით.

25 ივნისი

ამ დღეს მნიშვნელოვანია, საკუთარი თავის მოწესრიგებაზე იზრუნოთ. თუკი აქამდე სტილისტთან ვიზიტი რამდენჯერმე გადადეთ, ან სხვა პროცედურის ჩატარება გინდოდა, ეს დღე სასურველი შედეგის მისაღებად შესანიშნავია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა