ძალიან რთული კვირაა...ფრთხილად იყავით - რას ამბობს მიხეილ ცაგარელი?
ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი რთული კვირის შესახებ საუბრობს და საჭესთან მყოფებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
"ძალიან რთული კვირაა, რადგან დედამიწა უარყოფით ენერგოველშია, გარდა ამისა, აგრესიის მმართველი პლანეტა მარსი და შავი მთვარე, მაცდუნებელი ენერგია ერთად ხვდებიან ლომის ზოდიაქოში, მათ უახლოვდება ვენერა, სიყვარულის და ფულის მმართველი პლანეტა. წარმოიდგინეთ მათი ერთად ყრილობა... მაღალია კონფლიქტურობა პარტნიორულ ურთიერთობებში, მაღალია ფულის უყაირათო ხარჯვა და ფინანსური დანაკარგების ალბათობა. ფრთხილად იყავით საჭესთან - არ იჯირითოთ. მშვიდად გავიაროთ განსაკუთრებით ეს ორი დღე, რადგან ტრავმულ-ავარიული, კონფლიქტური და დაძაბული პერიოდია.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც 21 ივნისს უკავშირდება - მზე ერთი თვით კირჩხიბის ზოდიაქოში გადადის, უახლოესი 1 თვე განტანსტიურად ძლიერი გექნებათ. ყოველ დღე იგრძნობთ, რომ ენერგოტონუსი, წარმატება გემატებათ, მაგრამ 21 ივნისი საკრალურია, ზაფხულის მზებუდობაა.
წელიწადში სულ 4 დღე გვაქვს, როცა სასიკეთო ენერგიების კოსმიური პორტალი იხსნება. ეს იქნება 21-ში, ამიტომ ამ დღეს ილოცეთ, დალოცეთ ყველა, სიყვარული გაუშვით სამყაროში, რომ უკან დაგიბრუნდეთ. რაც შეიძლება მეტი სულის დღესასწაული მოიწყვეთ,“ - აცხადებს ცაგარელი.