ჭიათურაში ერთ-ერთი მოშიმშილე მაღაროელი ცუდად გახდა - დაზარალებული კლინიკაში გადაიყანეს (ვიდეო)
ჭიათურაში გამართულ აქციაზე, ერთ-ერთი დემონსტრანტი შეუძლოდ გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, 2 კვირაზე მეტია, ჭიათურელი მაღაროელები გაფიცულები არიან.
ისინი კომპანია „ჯორჯიან მარგანეზისგან“ ხელფასების მომატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
რამდენიმე გაფიცულმა პროტესტის უმწვავეს ფორმას მიმართა. ერთმა მათგანმა პირი, ხოლო მეორემ თვალები ამოიკერა.