თეგებით ძიება

ლისის ტბის მიმდებარედ მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება - რა ინფორმაცია ვრცელდება?

Tbilisi Open Air 2023-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გამო, 23, 24 და 25 ივნისს, თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ, ლეო კვაჭაძის ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება, - ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეზღუდვა 10:00 სთ-დან მომდევნო დღის 01:00 საათამდე იმოქმედებს, დანარჩენ პერიოდში კი ტრანსპორტი დადგენილი სქემის მიხედვით იმოძრავებს.

,,დროის აღნიშნულ მონაკვეთში, ლეო კვაჭაძისა და ბარბარე ყიფიანის ქუჩების კვეთიდან ლისის ტბის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად, მხოლოდ იოსებ კეჭაყმაძის ქუჩის მიმართულებით. კეჭაყმაძის ქუჩიდან ბესარიონ ჟღენტისა და პაატა დათუაშვილის ქუჩებისკენ მიმავალი მძღოლები კი გადაადგილდებიან თხინვალასა და ავთო ვარაზის ქუჩების გავლით, რის შემდეგაც, მოძრაობას დადგემილი სქემით გააგრძელებენ.

შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც. კერძოდ, N329 ავტობუსი სოფელი თხინვალადან ონკოლოგიური კვლევითი ცენტრისკენ იმოძრავებს ავთო ვარაზისა და ელგუჯა ამაშუკელის ქუჩების გავლით; N363 ავტობუსი სოფელი თხინვალადან მეტროსადგურ „დელისის“ მიმართულებით გადაადგილდება ავთო ვარაზისა და ბესარიონ ჟღენტის ქუჩების გავლით, ხოლო ფერმწერთა ქუჩაზე მობრუნდება ტატა თვალჭრელიძის ქუჩის კვეთასთან", - აღნიშნულია ინფორმაციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა