თეგებით ძიება

23 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:

ვერძი

გირჩევთ სიურპრიზებითა და საინტერესო მოვლენებით სავსე დღისთვის მოემზადოთ. მარტოხელა ვერძებს რომანტიკული ნაცნობობა ელით, რაც სავარაუდოდ, ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზრდება. ამ დღეს თამამად შეგიძლიათ სარისკო შეთავაზება მიიღოთ ან ახალი საქმის დაწყება სცადოთ - ვარსკვლავების მხარდაჭერა წარმატებაში დაგეხმარებათ.

კურო

სავარაუდოდ, ამ დღეს დიდი იმედგაცრუება გელით. გამორიცხული არ არის, რომ საყვარელი ადამიანის რაღაც მოქმედებამ გულით გატკინოთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა ან სასიამოვნო თავგადასავალი. გირჩევთ, საკუთარი გეგმებისა და იდეების შესახებ არავის უამბოთ.

ტყუპები

დაგეგმილი საქმეების გადადება ან გაუქმდება მოგიწევთ. გარემოებების შეცვლის გამო ახალ გარემოსთან და ადამიანებთან შეგუება მოგიწევთ. გირჩევთ ბიზნესაქტივობა შეამციროთ და ახალ პროექტის დასაწყებად უკეთესი დრო შეარჩიოთ. ამ დღეს ძველი, მტკივნეული კითხვის პასუხს იპოვით.

კირჩხიბი

ამ დღეს გარშემომყოფების დახმარების იმედი ნუ გექნებათ - ყველა პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარება მოგიწევთ. თამამად გარისკეთ და ყველაფერს მიაღწევთ, რაც დაგეგმეთ, თუმცა ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ - არსებობს გაუთვალისწინებელი ხარჯების რისკი.

ლომი

ეცადეთ მოვლენების შუაგულში იტრიალოთ და ცვალებად გარემოებებს მოერგოთ - ვარსკვლავები ამბობენ, რომ სასურველს მხოლოდ ამ შემთხვევაში მიაღწევთ. თავშეკავება და ემოციების კონტროლი მნიშვნელოვან ფინანსურ მოგებას მოგიტანთ. მოინახულეთ ნათესავი, რომელსაც თქვენი დახმარება სჭირდება და სიკეთე აუცილებლად დაგიბრუნდებათ.

ქალწული

მოვლენებით დატვირთული და საინტერესო დღეა. ვარსკვლავების დახმარებით საინტერესო პროექტში მონაწილეობას და მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას შეძლებთ. შესაძლოა, თანამოაზრეები იპოვოთ, რომლებიც პროფესიულ საქმიანობაში და და კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებიან. გადაწყვეტილების მიღებამდე გირჩევთ მიღებული ინფორმაცია კარგად გადაამოწმოთ.

სასწორი

ამ დღეს შეგიძლიათ ყველაზე რთულ და უსიამოვნო საქმეებს გაუმკლავდეთ და ამაში ვარსკვლავები დაგეხმარებიან. დაძაბული დღის შემდეგ ოჯახური საქმეები ძალისა და სულიერი სიმშვიდის აღდგენაში დაგეხმარებათ. გირჩევთ საყვარელ ადამიანის მიმართ მეტი პატივისცემა გამოიჩინოთ და მის რჩევებს მეტი ყურადღებით უსმინოთ.

მორიელი

ამ დღეს ყველა წვრილმანს ყურადღება უნდა მიაქციოთ და ნებისმიერ ჟესტსა და მინიშნებაში ფარული აზრი ეძებოთ. ეს გვერდით მყოფი ადამიანების ნამდვილი მიზნების ამოცნობაში დაგეხმარებათ. ეცადეთ სამსახურში არ გადაიღალოთ - იპოვეთ მიზეზი, რომელიც ხშირად შესვენების საშუალებას მოგცემთ და, რაც მთავარია, არავითარ შემთხვევაში არ ინერვიულოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს კონფლიქტის დაწყება ადვილია, დასრულება კი ძნელი, ამიტომ ეცადეთ, დაძაბულ სიტუაციებს თავი დააღწიოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. დროა საყოფაცხოვრებო პრობლემის მოგვარებაზე იზრუნოთ, რომელიც დიდი ხანია თავის დროს ელის.

თხის რქა

დისკუსიაში საკუთარი პოზიციის დაცვის არ უნდა შეგეშინდეთ. ეს გუნდში თქვენს ავტორიტეტს გააძლიერებს და თანამოაზრეებს გაგიჩენთ. არ მისცეთ გარშემო მყოფებს უფლება, რომ თქვენს პირად ცხოვრებაში ჩაერიონ და საკუთარი წესები გიკარნახონ

მერწყული

გირჩევთ საკუთარი ცხოვრებიდან გაუშვათ წარსული, რომელიც განვითარებაში ხელს გიშლით და ახალი იდეებისა და ნაცნობობისთვის ადგილი გაათავისუფლოთ. ნუ მისცემთ უფლებას ემოციებს, რომ ურთიერთობებში ჩაერიონ. ახალი და უჩვეულო საქმე წარმატებას მოგიტანთ.

თევზები

ამ დღეს ყველა პრობლემის მოგვარება დამოუკიდებლად, სხვების დახმარების გარეშე მოგიწევთ. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც საუკეთესო გამოსავალს გიკარნახებთ. ადამიანს, რომელიც ბევრჯერ უანგაროდ დაგეხმარათ, თქვენი მხარდაჭერა სჭირდება და იმედი არ უნდა გაუცრუოთ.

წყარო: funtime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა