"გაუგონარი წამებით გარდაიცვალნენ... ფრანგი მეცენატი დიდ ფულს ხარჯავდა აფრიკაში ბავშვების გამოსაკვებად" - რა ინფორმაცია ვრცელდება "ტიტანის" მგზავრებზე?
საფრანგეთში მცხოვრები ქართველი მწერალი, დინა მირცხულავა წყალქვეშა ნავ "ტიტანის" ტრაგედიას ეხმაურება და ერთ-ერთი მგზავრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
"ტიტანიზე" გარდაცვლილი ფრანგი წყალქვეშა მკვლევარი ამასთანავე ყოფილა მეცენატი და ქველმოქმედი. კერძოდ, დიდ ფულს ხარჯავდა აფრიკის კონტინენტზე ბავშვების გამოსაკვებად.
ბევრმა დაწერა, რაში დახარჯეს ფული, ფულისგან დაგიჟებულები, რამდენ გაჭირვებულს დაეხმარებოდნენ ამ ფულით და ა.შ.
ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ ამ ცნობის მოწოდება.
მორჩით, მოვრჩეთ... გაუგონარი წამებით გარდაიცვალნენ....
მტერს არ ვუსურვებ მსგავს სიკვდილს დედამიწაზე, მტერს კი არადა, არც ერთ სულიერ არსებას...", - წერს მირცხულავა.
ცნობისთვის, ნავი კვირას, 18 ივნისს, დაიკარგა. 22 ივნისს კი ოფიციალურად დადასტურდა ნავზე მყოფი 5-ვე ადამიანის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია.