კვარაცხელია "ნაპოლისთან“ ახალ კონტრაქტს, გაზრდილი ანაზღაურებით აფორმებს - ნახეთ, ხელფასი
"ნაპოლის" ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია კლუბთან ახალ კონტრაქტს აფორმებს.
წყაროს ცნობით, ერთადერთი, რაც შეიცვალა, ანაზღაურებაა, რომელიც 2,5 მილიონი ევროს ნაცვლად, 3 მილიონი ევრო იქნება.
Sport Mediaset-ის ცნობით, ხვიჩამ თავისი აგენტის, მამუკა ჯუღელის მეშვეობით, ხელფასების გაზრდა მოითხოვა.
ხვიჩა კლუბში მე-4, ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება, ოსიმენის, ლოზანოსა და ჟელინსკის შემდეგ.