5 ყველაზე გულუხვი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშების მიხევით
ნახეთ, 5 ყველაზე გულუხვი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშების მიხევით.
მერწყული
ამ ნიშნის წარმომადგენელი ალბათ ყველაზე გულუხვი მამაკაცია, რომელიც საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის არჩევისას ფასს ყურადღებას არ აქცევს. მაგრამ არის კიდევ ერთი ნიუანსი: მერწყულ მამაკაცებს ხშირად გემოვნების ნაკლებობა აქვთ, ამიტომ მათი სიურპრიზები, ხანდახან, უცნაურია. პრობლემის გადაწყვეტა მარტივია, უბრალოდ მიანიშნეთ მათ, რისი მიღება გსურთ.
მორიელი
მორიელები არასოდეს გაუშვებენ შანსს, თავიანთი მეორე ნახევარი გაახარონ. ამ ნიშნის მამაკაცებს საჩუქრებით განებივრება უყვართ, მაგრამ სიყვარულის საყიდლებით მოსყიდვა მათი მიზანი არ არის. თუ მორიელი მიხვდება, რომ ქალი მასთან ფულის გამოა, მისი გულუხვობა მომენტალურად გაქრება.
სასწორი
სასწორებს იმდენად უნდათ, გაახარონ თავიანთი რჩეული, რომ შეუძლიათ, ამისთვის ბოლო ფული დახარჯონ და ხვალინდელ დღეზე საერთოდ არ იფიქრონ. ამ ნიშნის მამაკაცთან ქალი წინასწარ უნდა შეთანხმდეს საჩუქრებისთვის მისაღებ ბიუჯეტზე და მოილაპარაკოს, რომ ერთმანეთს მხოლოდ მნიშვნელოვან თარიღებს მიულოცავენ.
მშვილდოსანი
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები მხიარულები და ხუმარები არიან, რომელთათვის მნიშვნელოვანია თავიანთი გულუხვობის დემონსტრირება. მაგრამ მათთან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან მშვილდოსანი მამაკაცები ნამდვილი მექალთანეები არიან და ყველა ქალის მოხიბვლა უყვართ. ამიტომ, სერიოზულ ურთიერთობაში ქალს ოჯახური ბუღალტერიის აღება საკუთარ ხელში მოუწევს.
ლომი
ლომის ქმრის ხელში ჩაგდება დიდი წარმატებაა. ასეთი მამაკაცები კარგად ფლობენ მრავალფეროვანი საჩუქრებისთვის ფულის გამომუშავების მეთოდებს. ლომის ცოლს არ მოუწევს არჩევანის გაკეთება ახალ ბეწვის ქურთუკსა და ზღვაზე ოჯახურ შვებულებას შორის. ის ყველაფერს ერთად მიიღებს.