თეგებით ძიება
24. 06. 2023 მსოფლიო

უახლოეს დროში ვლადიმირ პუტინი მოსახლეობას მიმართავს - რა ხდება რუსეთში?

უახლოეს დროში ვლადიმირ პუტინი მოსახლეობას მიმართავს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

ამასთანავე, რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში „კონტრტერორისტული ოპერაციის“ რეჟიმი დააწესა.

ცნობისთვის, „ვარგნერის” ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერის” პოზიციებზე დარტყმებში დაადანაშაულა და გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან „გასარკვევად მიდიან.”

პრიგოჟინის თქმით, “ეს სამხედრო გადატრიალება არაა, ეს სამართლიანობის მარშია“. „საინფორმაციო პროვოკაციას” უწოდებს.

ამასთან, რუსული სახელმწიფო გამოცემა „ტასი” სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოსკოვში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული, გაძლიერებული დაცვის ქვეშ აყვანილია სახელმწიფო შენობები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა