თეგებით ძიება

"რატომ იცავთ ამ ბუზალაძეს?!... ვისი რა საქმეა, ვინ სად იმღერებს, მაგრამ, როცა ხმის კანკალით ებოდიშები, ესე იგი ღირსი ხარ, რასაც გწერენ" - ნათია ბერიძე

ჟურნალისტი, ნათია ბერიძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის სკანდალს ეხმაურება და წერს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ სად იმღერებს. აქვე, აღნიშნავს, რომ ის მომღერალს არ დაიცავს, რადგან ბუზალაძემ ბოდიში მოიხადა და თავს დამნაშავედ გრძნობს.

"რატომ იცავთ ამ ბუზალაძეს?! გოგომ ბოდიში მოიხადა, ესე იგი შეცდომად თვლის თავის საქციელს, თქვენ რაღას "აპრავებთ"?! იმან თავი დაუხარა ყ@იბერასტებს თქვენ რატომ ირჯებით?! წახვედი?! მაშინ იმის თავი უნდა გქონდეს, რომ ბოლომდე გაიტანო, არიქა ენის მოჩლექვით ლაპარაკი მერე და ბოდიშები ნიშნავს, რომ საერთოდ არ ყოფილა დასაცავი.  ვისი რა საქმეა ვინ სად იმღერებს, მაგრამ როცა ხმის კანკალით ებოდიშები, ესე იგი ღირსი ხარ, რასაც გწერენ.

 ჩემთვის არცერთი წამით არ დაუკარგავს ფასი, ისევ ისეთი ნიჭიერი და კარგი გოგოა. უნდოდა?! წავიდა. მორჩა, მე მისი ნამღერი მომწონს, ლოკაციები კი არა სად იმღერებს.

მაგრამ არ დავიცავ, თუ მე უნდა ვამართლო და თავად ბოდიშები იხადოს

 "სორი, მაგრამ ზის იზ თრუ!", - წერს ნათია ბერიძე.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია ნუცა ბუზალაძის რუსეთში ჩასვლამ და სიმღერის შესრულებამ. როგორც მოგვიანებით მომღარელმა განმარტა, ის მეგობრის დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდა და ყოველგვარი ჰონორარის გარეშე იმღერა. ფაქტის გამო, მან ბოდიში მოიხადა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა