"ეს პერიოდი არაეფექტიანად ითვლება" - ასტროლოგი განმარტავს, რა არ უნდა გაკეთდეს ივლისშიი
ასტროლოგი, რამაზ გიგაური ივლისში მთვარის „უკურსო მოძრაობის" შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ასტროლოგიაში ე. წ. „მთვარის უკურსო მოძრაობის“ პერიოდი არაეფექტიანად ითვლება. მიჩნეულია, რომ ამ პერიოდში წამოწყებული საქმეები რთულად ან საერთოდ ვერ ვითარდება (ელექციურ ასტროლოგიაში მთვარე - საქმის რეალიზაციაზე მიანიშნებს).
ქვემოთ მითითებული დროის ყველა მონაკვეთი გამოთვლილია თბილისის სასაათო სარტყელის მიხედვით (GMT +4). ბუნებრივია, სხვა სასაათო ზოლში მცხოვრებმა ადამიანებმა დროის შესაბამისი განსხვავება უნდა გაითვალისწინონ.
დროის ამ პერიოდებში რეკომენდებულია, რომ:
არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები;
არ შეიძინოთ ნივთები;
არ დაიწყოთ ახალი საქმე;
არ დააბანდოთ ან გაასესხოთ ფული;
არ დადოთ შეთანხმებები;
არ მოაწეროთ საბუთებს ხელი", - წერს გიგაური.