თეგებით ძიება

პლანეტა ნეპტუნი რეტროგრადულ მოძრაობას დაიწყებს - რა გელოდებათ მომავალში?

ასტროლოგები თქმით, თითოეული ადამიანისათვის წარმატების, იღბლისა და შემოქმედებითი ენერგიის ფანჯარა იხსნება.

2023 წლის ივნისის ბოლო დღეს პლანეტა ნეპტუნი თევზების ნიშანში რეტროგრადულ მოძრაობას დაიწყებს. ეს ასტროლოგიური მოვლენა კი თითოეულ ადამიანზე მოახდენს გავლენას. კომბინაცია საკმაოდ კომფორტული აღმოჩნდება, ამიტომაც ბევრი ჩვენგანი მომდევნო თვეებში სასიამოვნო ცვლილებებს იგრძნობს. პლანეტა ნეპტუნის რეტროგრადული მოძრაობა 4-5 დეკემბრამდე გაგრძელდება და იგი თავის მშობლიურ ნიშანში, თევზებში იქნება.

ასტროლოგების თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში ადამიანები კიდევ უფრო მეტ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას იგრძნობენ და ბევრი სურვილი და მიზანი ახდება.

რა არ უნდა გააკეთოთ რეტროგრადული ნეპტუნის დროს?

არ მიიღოთ ნაჩქარევი და ემოციური გადაწყვეტილებები.

ნუ გაიხსენებთ ძველ წყენებს და ამ მიზნით, ნურც კონფლიქტს წამოიწყებთ. გამოიყენეთ ეს პერიოდი ყველა წყენის დასავიწყებლად, ტკივილების მოსაშუშებლად და საკუთარი თავის გასაძლიერებლად.

ნუ მიუბრუნდებით წარსულს - დაემშვიდობეთ ტოქსიკურ ურთიერთობებს და მიეცით სამყაროს შანსი, რომ ახალი თავგადასავლები შემოგთავაზოთ.

არ დაუბრუნდეთ ძველ, მავნე ჩვევებს.

ნუ ისესხებთ დიდ თანხას - ითვლება, რომ შემდეგი პერიოდი თქვენთვის ფინანსურად წარუმატებელი იქნება.

30 ივნისიდან 5 დეკემბრის ჩათვლით უმჯობესია, თუ საკუთარი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იფიქრებთ. ეწვიეთ ფსიქოლოგს და ნუ დაგავიწყდებათ, რომ ფიზიკურ ჯანმრთელობასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია, ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც იზრუნოთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა