თეგებით ძიება

"არც მიხარია ასე ხალხის ცემა, მაგრამ, ხალხს ყელში ამოუვიდა" - ვინ სცემეს და რას წერს ნათია ბერიძე? (ფოტოები)

ჟურნალისტი, ნათია ბერიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს სახლთან დახვდნენ და სცემეს.

"რამდენიმე წუთის წინ "ნაცმოძრაობის" სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს სახლთან დახვდნენ და სცემეს.

მართლა აზრზე არ ვარ ეს კაცი ვინაა, არც მიხარია ასე ხალხის ცემა, მაგრამ, ხალხს ყელში ამოუვიდა. 

 რამდენიმე დღის წინ პოსტი დავდე გაგაფრთხილეთ 2012  ბრუნდება დარჩით სახლებშითქო და თქვენ არ დამიჯერეთ.  ის დებილი ნანუკას დებილი შვილი აფრიალებდა მაგ პოსტის სქრინს "უფ გვეშინიაო" და... 

ახლა რთული იქნება გაგიჟებული, გაბრაზებული ხალხის გაჩერება, ფაქტობრივად შეუძლებელი!

 შეგახსენებთ, რომ ბოლო  რამდენიმე დღეში:

 სცემეს გირჩი ჯაფარა

 ბორჯომში ხალხმა არ დაუშვა ტვინისსარეცხი ტრენინგები

 სცემეს მიშა მშვილდაძე

 აგინეს ბათუ ქუთელიას

 ლევან ბერძენიშვილს ესროლეს კვერცხები

 სცემეს პროვოკატორი ახალგაზრდები უნივერსიტეტში

 ლევან ხაბეიშვილს საბურავები დაუჭრეს

 და ეს კაცი სცემეს

პ.ს. ჩამონათვალში თუ რამე გამომრჩა ბოდიში", - წერს ბერიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა