ძაღლი პატრონის მშობიარობას დაესწრო - რა მოხდა დიდ ბრიტანეთში?
დიდ ბრიტანეთში, დამხმარე ძაღლი პატრონის მშობიარობას დაესწრო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
2 წლის "ბელი" პირველი ძაღლია, რომელიც საავადმყოფომ სამშობიარო ბლოკში შეუშვა. გაწვრთნილი ბულტერიერი პატრონს, რომელსაც აუტიზმი აქვს, პატარას გაჩენაში დაეხმარა.
BBC-ის ინფორმაციით, ძაღლის საავადმყოფოში შესაყვანად Milton Keynes University Hospital-ის ინფექციების კონტროლის ჯგუფმა ჰიგიენის დაცვისთვის განსაკუთრებული ზომები მიიღო.