თეგებით ძიება

ქვეყანას ისტორიული შანსი აქვს - პაატა მანჯგალაძე

თქვენ ატერორებთ საქართველოს მოსახლეობას, ვითომ დიდი მშვიდობისმყოფელები ხართ და თქვენ მოუტანეთ ქვეყანას მშვიდობა - სანერვიულო გაქვთ თქვენ, ბოდიში თქვენ გაქვთ მოსახდელი, რომ ქვეყანას ისტორიული შანსი აქვს კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ამას აკარგვინებთ, - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ პარლამენტში, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრს.

როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, პრემიერის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენაში ბოლშევიკური პათოსი, დაგეშვა, გაღიზიანება და სიძულვილი იყო.

„კმაყოფილებას ვატყობ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს სახეზე, პრემიერიც კმაყოფილია ამ სიძულვილის, ზიზღის, მოსახლეობის დაგეშების რიტორიკით და ამას უკრავთ ტაშს.

თქვენ ახლა ტაშს უკრავთ და ახალისებთ ძალადობას, იმ ძალადობას, რომელსაც ვხედავთ ბოლო დღეებში. ზურა ჯაფარიძეს, სტუდენტებს, მიშა მშვილდაძეს და ლევან ბერძენიშვილს მიუვარდნენ. თქვენ ახალისებთ ამ ქმედებებით პოლარიზებას, თქვენ ახალისებთ ამ ყველაფერს, საღლიცინოდ საქმე არ გვაქვს. ამასთან ერთად, ატერორებთ საქართველოს მოსახლეობას ვითომ, დიდი მშვიდობისმყოფელები ხართ და თქვენ მოუტანეთ ქვეყანას მშვიდობა. ქვეყანას მშვიდობა მოუტანა უკრაინელების თავდადებულმა ბრძოლამ, მათ შორის, იმ ქართველი ბიჭების, რომლებიც იქ იბრძვიან. პუტინმა ღიად გამოაცხადა, რომ საბჭოთა იმპერიის აღდგენა იყო ამოცანა, მაგრამ კიევთან წაიმტვრია კისერი. კიევი, რომ დაცემულიყო და არ ყოფილიყო წინააღმდეგობა, თქვენ რას აპირებდით? სერგო ორჯონიკიძესავით უომრად შემოუძღვებოდით საქართველოს? როგორ იცილებდით რუსეთთან ომს, მაინტერესებს. მაინტერესებს, როგორ იცილებდა რუსეთთან ომს ღარიბაშვილი, როდესაც პუტინმა პირდაპირ გამოაცხადა, რომ საბჭოთა ბოროტების იმპერიის აღდგენა იყო ამოცანა, წითელი დროშით მიადგნენ კიევს. რატომ ატერორებთ მოსახლეობას? რატომ უწყობთ ხელს ძალადობას

ერთი რამ მომეწონა მხოლოდ თქვენ გამოსვლაში, რეზერვთან დაკავშირებით, რაღაც თქვით. დანარჩენი იყო ბოლშევიკური პათოსი, დაგეშვა, გაღიზიანება, სიძულვილი. სანერვიულო გაქვთ თქვენ, ბოდიში თქვენ გაქვთ მოსახდელი, რომ ქვეყანას ისტორიული შანსი აქვს კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ამას აკარგვინებთ. სამი რეზოლუცია მივაღებინეთ „ალდეს“, სადაც უპირობოდ დავადასტურეთ, რომ საქართველოს უპირობოდ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, თქვენ რა გააკეთეთ?!“ - აღნიშნა მანჯგალაძემ სიტყვით გამოსვლისას, რასაც ხმაური მოჰყვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა